ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 126
- 1თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.
- 2ამაოდ დგებით ადრიანად, ამაოდ სხედხართ გვიანობამდე და ჭმუნვით ჭამთ პურს; უფალი კი იმას აძლევს ძილს, ვინც უყვარს.
- 3აჰა, შვილები - მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი - მისი საზღაური.
- 4როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა შვილები ახალგაზრდა კაცისთვის.
- 5ნეტარია კაცი, რომელმაც მათით გაივსო კაპარჭი; არ შერცხვება, როცა მტრებთან მოუხდება ლაპარაკი კარიბჭეში.
იტვირთება შემდეგი თავი