ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 127

  1. 1
    ნეტარია ყოველი, ვინც უფლის მოშიშია და მისი გზებით დადის!
  2. 2
    შენი ხელების ნაყოფს შეჭამ, ბედნიერი იქნები და სიკეთე გექნება!
  3. 3
    შენი ცოლი, მსხმოიარე ვაზივით იქნება შენს სახლში; შენი შვილები, ზეთისხილის ყლორტებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო.
  4. 4
    აი, ასე იკურთხება უფლის მოშიში კაცი.
  5. 5
    გაკურთხოს უფალმა სიონიდან; იერუსალიმის სიკეთეს უყურე მთელი შენი სიცოცხლე;
  6. 6
    და იხილე შვილები შენი შვილებისა. მშვიდობა ისრაელს!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 127 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა