ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 128
- 1მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, - თქვას ისრაელმა, -
- 2მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს.
- 3ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და აგრძელებდნენ კვლებს.
- 4სამართლიანია უფალი - დაწყვიტა ბოროტთა აპეურები.
- 5დაე, შერცხვეს და უკუიქცეს ყოველნი მოძულე სიონისა.
- 6ერდოზე ამოსული ბალახივით გახდნენ, მოგლეჯამდე რომ ხმება;
- 7რომლითაც ვერ აივსებს მუჭას მომკელი და ვერც უბეს - ძნების შემკვრელი.
- 8ჩამვლელებიც არ ეტყვიან - უფლის კურთხევა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით!
იტვირთება შემდეგი თავი