ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 150
- 1ადიდეთ უფალი! ადიდეთ ღმერთი თავის საწმიდარში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების სიმყარეში.
- 2ადიდეთ იგი მისი ძლიერი საქმეებისთვის, ადიდეთ იგი მისი განუზომელი სიდიადისთვის.
- 3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
- 4ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით, ადიდეთ იგი სიმებითა და სტვირით.
- 5ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
- 6ყოველმა სუნთქვის მქონემ ადიდოს უფალი! ადიდეთ უფალი!