ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 149
- 1ადიდეთ უფალი. ახალი სიმღერა უმღერეთ უფალს - მისი ქება წმიდათა კრებულში.
- 2იხაროს ისრაელმა თავისი შემოქმედით, იზეიმონ სიონის ძენმა თავისი მეფით.
- 3განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარზე სიმღერით,
- 4რადგან კეთილგანწყობილია უფალი თავისი ხალხის მიმართ და ხსნით დაამშვენებს თავმდაბლებს.
- 5იმხიარულონ ღვთისმოსავებმა ღირსებით, სიხარულით იყიჟინონ თავიანთ სარეცლებზე.
- 6ღვთის განდიდება იყოს მათ ხორხში და ორლესული მახვილი - მათ ხელში.
- 7რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ტომები.
- 8ბორკილებით შეკრან მათი მეფენი და მათი დიდებულნი - რკინის ხუნდებით.
- 9აღუსრულონ მათ დაწერილი სამართალი. ეს პატივი მის წმიდანებს ეკუთვნით. აქეთ უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი