ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 148

  1. 1
    ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
  2. 2
    ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ლაშქარნო მისნო.
  3. 3
    ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქვარსკვლავნო.
  4. 4
    ადიდეთ იგი, ცანო ცათანო და წყლებო, რომლებიც ცათა ზემოთ ხართ.
  5. 5
    ადიდონ უფლის სახელი, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
  6. 6
    უკუნითი უკუნისამდე დაადგინა ისინი, გასცა წესი, რომელიც არ გადაივლის.
  7. 7
    ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ზღვის ურჩხულნო და წყლის სიღრმენო,
  8. 8
    ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
  9. 9
    მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხეებო და ყოველნო კედარნო.
  10. 10
    მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრთოსანო ფრინველნო;
  11. 11
    ქვეყნის მეფენო და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
  12. 12
    ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო - ყმაწვილებთან ერთად.
  13. 13
    ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული. მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში.
  14. 14
    მან აღამაღლა რქა თავისი ერისა, ღირსება ყოველი მისი წმიდისა, ისრაელის ძეთა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 148 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა