ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 147
- 1აქე, იერუსალიმო, უფალი; სიონო, ადიდე შენი ღმერთი!
- 2რადგან ის ამაგრებს შენი კარიბჭეების ურდულებს, ის აკურთხებს შენს ძეებს შენში.
- 3მშვიდობას ამყარებს შენს საზღვრებზე, ხორბლის ნოყიერებით განაყრებს.
- 4წარმოგზავნის თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად ვრცელდება მისი ნათქვამი.
- 5მატყლივით იძლევა თოვლს და ფერფლივით ფანტავს თრთვილს.
- 6ნატეხებად ყრის სეტყვას, წინ ვინ დაუდგება მის სუსხს?
- 7წარმოგზავნის თავის სიტყვას და ადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და ჩამოედინებიან წყლები.
- 8თავის სიტყვას ამცნობს იაკობს, ისრაელს - თავის წესებს და სამართალს.
- 9არც ერთ სხვა ერს არ მოქცევია ასე და არ იციან მათ მისი სამართალი. აქეთ უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი