ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 146

  1. 1
    ადიდეთ უფალი! რაოდენ კარგია ჩვენი უფლის განდიდება, რადგან საამურია და შეშვენის ქება-დიდება.
  2. 2
    უფალი აშენებს იერუსალიმს და კრებს განდევნილებს ისრაელიდან.
  3. 3
    გულგატეხილებს განკურნავს და ჭრილობებს უხვევს მათ.
  4. 4
    ის თვლის ვარსკვლავებს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
  5. 5
    დიადია უფალი და ძლევამოსილი, გონიერება მისი განუზომელია.
  6. 6
    უფალი ამაღლებს ჩაგრულთ, ბოროტეულთ კი სამუდამოდ ამდაბლებს მიწამდე.
  7. 7
    უგალობეთ უფალს სამადლობელით, ქნარით უგალობეთ ჩვენს ღმერთს,
  8. 8
    რომელიც ღრუბლებით ფარავს ცას, წვიმას ამზადებს მიწისთვის და ბალახს აღმოაცენებს მთებში.
  9. 9
    საზრდოს აძლევს ცხოველებს, ყორნის ბახალებს, რომლებიც შესჩხავიან.
  10. 10
    არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
  11. 11
    ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 146 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა