ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 145
- 1ადიდეთ უფალი. ადიდე სულო ჩემო, უფალი.
- 2მთელი სიცოცხლე ვადიდებ უფალს, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
- 3ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია ხსნა.
- 4როცა ამოუვა სული, მიწას დაუბრუნდება; იმ დღეს გაქრება მისი გეგმები.
- 5ნეტარია, ვისი შემწეც იაკობის ღმერთია; ვისაც უფლის, თავისი ღმერთის იმედი აქვს.
- 6რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც უკუნისამდე ინახავს ერთგულებას;
- 7აღასრულებს სამართალს ჩაგრულთათვის, საზრდოს აძლევს დამშეულთ, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს.
- 8უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი წამოაყენებს წელში მოხრილებს, მართალნი უყვარს უფალს.
- 9უფალი იცავს ხიზნებს, ობოლსა და ქვრივს მხარში უდგას, ბოროტთა გზას კი ამრუდებს.
- 10უფალი იმეფებს უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობიდან თაობაში! ადიდეთ უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი