ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 23

  1. 1
    უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისი.
  2. 2
    რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე გაამყარა იგი.
  3. 3
    ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
  4. 4
    ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც ამაო კერპებს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
  5. 5
    ის მიიღებს კურთხევას უფლისგან და გამართლებას თავისი მხსნელი ღმერთისგან.
  6. 6
    ასეთია თაობა მაძიებელთა, ვინც ეძებს შენს სახეს, ღმერთო იაკობისა!
  7. 7
    მაღლა ასწიეთ თავები კარიბჭეებო და აიწიეთ კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს დიდების მეფე!
  8. 8
    ვინ არის დიდების მეფე? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
  9. 9
    მაღლა ასწიეთ თავები კარიბჭეებო და იყავით ამაღლებულნი კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს დიდების მეფე!
  10. 10
    ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი ცაბაოთი, ის არის მეფე დიდებისა.
იტვირთება შემდეგი თავი