ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 28

  1. 1
    უძღვენით უფალს ღვთის შვილნო, უძღვენით უფალს დიდება და ძლიერება.
  2. 2
    უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.
  3. 3
    წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა.
  4. 4
    ხმა უფლისა ძლევამოსილია, ხმა უფლისა ბრწყინვალეა.
  5. 5
    ხმა უფლისა ამტვრევს კედრებს; ლიბანის კედრებს ანაფოტებს უფალი.
  6. 6
    ხბოსავით აკუნტრუშებს ლიბანსა და სირიონს - მარტორქის ნაშიერივით.
  7. 7
    ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.
  8. 8
    ხმა უფლისა შეარყევს უდაბნოს; კადეშის უდაბნოს შეარყევს უფალი.
  9. 9
    ხმა უფლისა ირმებს მოამშობიარებს და ტყეებს მოაშიშვლებს; ყოველივე მის დიდებაზე მეტყველებს მის ტაძარში.
  10. 10
    უფალი ზის წარღვნაზე, მარადიულ ხელმწიფედ ზის უფალი.
  11. 11
    უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
იტვირთება შემდეგი თავი