ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 29

  1. 1
    აგამაღლებ შენ უფალო, რადგან უბედურებიდან წამომაყენე და არ გაახარე ჩემზე მტერი.
  2. 2
    უფალო, ღმერთო ჩემო! შემოგღაღადე და განმკურნე მე.
  3. 3
    უფალო, შენ ამომიყვანე შავეთიდან და მაცოცხლე, რომ არ ჩავსულიყავი საფლავში.
  4. 4
    უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ მისი წმინდა სახელი.
  5. 5
    რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი - მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი - სიხარულის ყიჟინა.
  6. 6
    და ვთქვი ჩემი წარმატების ჟამს: არ შევირყევი უკუნისამდე.
  7. 7
    უფალო, შენი წყალობით დამაყენე, როგორც მთა; მაგრამ დაფარე შენი სახე და შევძრწუნდი.
  8. 8
    შენ მოგიხმობ უფალო, ჩემს ბატონს შევევედრები;
  9. 9
    რა სარგებელია ჩემს სისხლში, თუ საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას და განაცხადებს შენს ჭეშმარიტებას?
  10. 10
    მომისმინე უფალო და შემიწყალე; იყავი ჩემი შემწე.
  11. 11
    გლოვა ცეკვით შემიცვალე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე,
  12. 12
    ამიტომაც გიგალობებ და არ დავდუმდები უფალო, ღმერთო ჩემო! საუკუნოდ გიძღვნი მადლობას!
იტვირთება შემდეგი თავი