გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1და ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ზეციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით; მისი სახე იყო, როგორც მზე, ხოლო ფეხები - როგორც ცეცხლის სვეტები.
- 2ხელში გადაშლილი მომცრო წიგნი ეჭირა, მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა - მიწას;
- 3და დაიღრიალა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს და რომ დაიღრიალა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი.
- 4და როცა ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, ჩაწერა დავაპირე, მაგრამ ჩამომესმა ხმა ზეციდან, რომელმაც მითხრა: "დაბეჭდე, შვიდი ქუხილის ნათქვამი და ნუ ჩაწერ ამას”.
- 5ანგელოზმა კი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა ხელი;
- 6და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო.
- 7მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.
- 8ხმა, ზეციდან რომ მესმა, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: "მიდი და აიღე გადაშლილი მომცრო წიგნი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგარ ანგელოზს უჭირავს ხელში”.
- 9მივედი ანგელოზთან და ვუთხარი: "მომეცი მომცრო წიგნი”. მან მითხრა: "აიღე და შეჭამე იგი, და გაგიმწარებს მუცელს, მაგრამ პირში თაფლივით გეტკბილება”.
- 10ავიღე მომცრო წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და პირში თაფლივით ტკბილი იყო; მაგრამ შევჭამე და მუცელი გამიმწარდა.
- 11მითხრა: "კვლავ მოგიწევს იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე”.
იტვირთება შემდეგი თავი