მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
თავი 1
- 1{წ}იგნი შობისა იესუ ქრისტჱსი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
- 2აბრაჰამ შვა ისაკი; ისაკმან შვა იაკობი; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
- 3ხოლო იუდა შვა ფარჱზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; და ეზრომ შვა არამ;
- 4არამ შვ{ა ამი}ნადაბ; ამინადაბ შვა ნასონ; ნასონ შვა სალმონ;
- 5სალმონ შვა ბოოზ რექაბისგან; ბოოზ შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
- 6იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონი ურიაჲს ცოლისაგან;
- 7სოლომონ შვა რობოამ; {რობო}ამ შვა აბია; აბია შვა ასაფი;
- 8ასაფ შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია;
- 9ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
- 10ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონი; ამონ შვა იოსია;
- 11იოსია შვა იოაკიმ; იოაკიმ შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნისასა.
- 12შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელი; სალათიელმან შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
- 13აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;
- 14აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ;
- 15ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
- 16იაკობ შვა იოსეფ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ.
- 17ყოველი ნათესავი აბრაამითგან ვიდრე დავითისა{მდე} ნათესავი ათოთხმეტ, და დავითისითგან ვიდრე ტყუეობადმდე ბაბილონისა ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილონისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
- 18ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო: რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსეფისა. {და ვიდრე} შერთვადმდე მათა იპოვა მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
- 19ხოლო იოსეფ, ქმარი მარიამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
- 20და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მაგისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
- 21შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგა{ნ}.
- 22ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული უფლისა მიერ წინაჲსწარმეტყუელისაგან, რომელი თქჳს:
- 23აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
- 24განიღჳძა იოსეფ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმა{ნ უფლისა}მან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.
- 25და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძჱ, და უწოდეს სახელი მისი იესუ.
იტვირთება შემდეგი თავი