მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდეს მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:
- 2სადა არს, {რომელი იგი იშვ}ა მეუფჱ ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვასკულავი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
- 3ვითარცა ესმა ესე ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
- 4და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე?
- 5ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრე წერილ არს წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.
- 6და შენ ბეთლემ, ქუეყანაჲ იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენ{გან} გამოვიდეს დიდი იგი მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი
- 7მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის ვასკულავისაჲ.
- 8და წარავლინნა ბეთლემდ და ჰრქუა: მივედით და გამოიკითხეთ ყრმისა {მისთჳს} ჭეშმარიტად; რაჟამს ჰპოოთ, {მით}ხართ მე, რაჲთა მ{ე} მოვიდე და თ{ავყ}უანის-ვსცე.
- 9ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მ{ე}ფისა მისგან, წ{ა}რვიდეს. და, აჰა, ესერა, ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძ{ღო}და მათ, ვიდრემდე {მ}ოვიდა და და{ადგრა, სადა}ცა იყო ყრმაჲ იგი.
- 10{ხოლო მათ} ვითარცა იხილეს ვარ{სკ}ულავი იგი, გა{ნიხ}არეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
- 11და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას. {დ}ა აღახუნეს საუნჯეთა მათთა {და} მოართუეს მას ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
- 12და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა; არამედ სხჳთ გზით განეშორნეს და წარვიდეს სოფლად თჳსა.
- 13და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსეფს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.
- 14ხოლო იგი აღდგა და წარვიდა, წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე აღსრულ{ებადმდე} ჰეროდჱსა.
- 15რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან, რომელ თქჳს: ეგჳპტით უწოდი ძესა ჩემსა.
- 16მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და წარავლინნა და მოწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს {ბეთლე}მს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლისაჲთგანნი და უდარესი, ჟამისა მისებრ, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.
- 17მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:
- 18ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისაჲ და ტირილისაჲ და ღაღადებისაჲ მრავალი; ჰრაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
- 19ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსეფს ეგჳპტეს
- 20და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
- 21ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.
- 22და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წ{ილ, მა}მისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა.
- 23და მოვიდა, დაეშჱნა ქალაქსა მას, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარეტყუელი{სა მიერ}, ვითარმედ: ნაზორეველ ეწოდოს.
იტვირთება შემდეგი თავი