მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1მათ დღეთა შინა მოვიდა იოჰანე ნათლისმცემელი, და ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა.
- 2და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
- 3რამეთუ ესე არს, რომელი-იგი თქუმულ არს ესაჲა წინაწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განმზადეთ გზაჲ უფლისაჲ და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
- 4ხოლო თავადსა იოჰანეს ემოსა სამოსელი თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
- 5{მ}აშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ.
- 6და ნათელ-ი{ღ}ებდეს იორდა{ნ}ესა ზედა მისგან {დ}ა აუვარებდეს {ც}ოდვათა მათთა.
- 7{და} ვითარცა იხილნა ფა{რ}ისეველნი და ს{ად}უკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან მომავალისა რისხვისა?
- 8ყავთ უკუე აწ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,
- 9და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. ხოლო გეტყჳ თქუენ: შემძლებელ არს ღმერთი ქვათა მათგან აღდგინებად და შვილებად აბრაჰამისა.
- 10რამეთუ აწვე, ესერა, ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
- 11მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო შემდგო{მ}ად ჩემსა მომ{ა}ვალი უძლიერ{ჱს} ჩემსა არს, {რომლი}სა არა შემძ{ლე}ბელ ვარ მე ჴ{ამ}ლთა მისთა {ტჳრ}თვად. მან ნა{თე}ლს-გცეს თქუენ {ს}ულითა წმიდითა {დ}ა ცეცხლითა.
- 12რომლისაჲ ნიჩაბ{ი ჴ}ელსა მისსა, {და გან}წმიდოს კა{ლოჲ} თჳსი, შეკრიბოს იფქლი თჳსი საუნჯესა, ხოლო ბზჱ იგი დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.
- 13მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოჰანესა ნათლის-ღებად მისგან.
- 14ხოლო იოჰანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?
- 15მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრე შუენის ჩუენდა აღსრულე{ბად ყო}ვლისა სიმართლისა. მაშინღა მიუშუა მას.
- 16და ნათელ-იღო იესუ და მუნქუესვე აღმოჴდა მიერ წყლით. და მეყსეულად განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა.
- 17და, აჰა, ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი სა{ყუარ}ელი, რომელი მთნავს.
იტვირთება შემდეგი თავი