მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1{მ}აშინ იესუ აღიყვანა სულისა მისგან უდაბნოდ გამოცდად ეშმაკისაგან.
- 2და დაიმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და უკუანაჲსკნელ შეემშია.
- 3და მოვიდა მისა გამომცდელი იგი და ჰრქუა მას: ძჱ თუ ხარ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ.
- 4ხოლო მიუგო მან და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა.
- 5მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა მას ქალაქსა და დაადგინა იგი გოდოლსა ზედა მის ტაძრისასა
- 6ამიერ დაქუე, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა ზედა აღგიქუან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
- 7ჰრქუა მას იესუ: მერმე წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
- 8მერმე აღიყვანა იგი ეშმაკმან მან მთასა მაღალსა ფრიად და უჩუენნა მას ყოველნი მეფო{ბანი და} დიდებაჲ მათ{ი}.
- 9და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, და-თუ-ჰ{ვ}არდე და თაყუანის-მცე მე.
- 10მაშინ ჰრქუა იესუ: ვიდოდე, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახ{უ}რებდე.
- 11მაშინ დაუტევ{ა} ეშმაკმან მა{ნ} მუნქუეს {და ანგელო}ზნი მოუჴდეს და ჰმსახურებდეს მას.
- 12{ხოლო} ესმა რაჲ უკუე იესუს, რამეთუ იოვანე საპყრობილედ მიეცა, წარვიდა გალილეად.
- 13და დაუტევა ნაზარეთი, მოვიდა, დაეშენა კაფარნაომდ ზღჳსკიდე{ს}ა საზღვართა {ზა}ბულონისთა {და} ნეფთალემის{თა},
- 14რაჲთა აღესრუ{ლო}ს სიტყუაჲ იგი ესაჲა წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული:
- 15ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.
- 16ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფლებსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ.
- 17მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: ინანდით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ზეცათაჲ.
- 18და ვიდოდა იგი ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ერქუა პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, ისათხევლებდეს სათხევლითა, რამეთუ მთხევლარ იყვნეს.
- 19და ჰრქუა მათ: მოვედით, შემო{მიდეგით} მე და გყვნე თქუენ {მ}ონადირე კაცთ{ა}].
- 20მათ მუნქუესვ{ე} დაუტევნეს სათხეველნი იგი და მისდევდეს მას.
- 21და წარვიდა მიერ, იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი, იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, განჰკერვიდეს ბადეთა მათთა, {და უწო}და მათ.
- 22{ხოლო} მათ მუნქუეს{ვ}ე დაუტევეს {ნ}ავი იგი და მამაჲ მათი და შეუდგეს მას.
- 23და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა, ასწავლიდა შესაკრებელთა შინა მათთა, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სნეულებათა და ყოველთა არაძლებათა ერისათა.
- 24და განჴდა ჰამბავი იგი მისი ყოველსა ასურეთსა. და მოართუმიდეს მას ყოველსა სნეულებსა პირად-პირადითა სენითა და გუემითა შეპყრობილთა, ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი:
- 25და მისდევდა მას ერი მრავალი. {გან}კურნა იგინი.
იტვირთება შემდეგი თავი