მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1და ვითარ იხილა იესუ ერი მრავალი, აღჴდა მთად და ჯდა იგი მუნ. მოვიდეს მისა მოწაფენი მისნი.
- 2აღაღო პირი თჳსი. ასწავლიდა მათ და ეტყოდა:
- 3ნეტარ გლახაკთა სულითა, რამეთუ მათი არს სასუფევე{ლი ...}
- 40
- 5{დაიმკჳდრ}ონ ქ{უეყანაჲ}.
- 6ნეტარ რ{ომელთა ჰშიო}დის და {სწყურო}დის ს{...}
- 70
- 8ნეტ{... გუ}ლითა {...}
- 9ნეტარ {...}ლთა {...}
- 100
- 11{...}დრი {...} და გ{...} და თქ{...}ნ ყო.
- 12{...თ}ქუენსა წინა .
- 13თქუენ ხართ მარილ ქუეყანისა. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარას შემძლებელ არნ იგი, გარნა განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთაგან.
- 14თქუენ ხართ ნათე{...} ზედა შე{...}.
- 15არცა აღანთიან სანთელი და ქუე შედგიან იგი ჴჳმირსა. არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა.
- 16ეგრე ნათობდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა ხედვიდენ საქმეთა თქუენთა კეთილთა {...}.
- 17{შჯული}სა ანუ {წინაწა}რმეტყუელთა; არ{ა} მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.
- 18ხოლო მართლიად გეტყჳ თქუენ: ვიდრ{ე} წარსლვამდე ცის{ა} და ქუეყანისა, იოტა [ერთი, ანუ სა]სწაუ{ლი} არა წარჴდეს...
- 19[უკუეთუ ვინმე და]ჴსნეს ერთი {მცნებ}ათა ამათ{გან}ი მცირედთა{ჲ და} ასწავოს {ესრეთ} კაცთა, შე{ურ}აცხ ერქუას {მ}ას სასუფე{ვე}ლსა შინა ცათასა; [ხოლო რომელმან ყოს და] ასწა[ოს, მას დ]იდი [ერქუას სას]უფეველსა შინა ცათასა.
- 20[ხოლო გეტყჳ თქუენ]: არა თუ მატდეს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართასა და ფარისეველთასა, არასადა შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
- 21გასმიეს სამე, რამეთუ თქუმულ არს პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს საშჯელისა.
- 22ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ იყოს სასჯელისა; რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: შესულებულ, -- თანა-მდებ იყოს იგი კრებულისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
- 23შე-თუ-სწი{რვიდე} შესაწირავსა შენსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე იყოს შენთჳს,
- 24დაუტევე მუნ შესაწირავი იგი შენი წინაშე საკურთხეველსა შენსა და მივედი პირველად და დაეგე ძმასა შენსა, და მაშინ მოვედ და {შეწირე} მსხუერპლი იგი შენი.
- 25{ი}ყავ მართლ განმზრახველ მოსაჯულისა შენისათჳს ადრე, ვიდრე გზასაღა იყო მის თანა, ნუუკუე მიგცეს მოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მან მიგცეს შენ მტარვალსა, და საპყრობილედ შეგაგდონ შენ.
- 26მართლიად გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე შენ შეურაცხი იგი დანგიცა.
- 27გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: არა იმრუშო.
- 28ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მისა, მუნქუესვე იმრუშა მის თანა გულსა შიდა თჳსსა.
- 29უკუეთუ თუალი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე იგი შენგან, რამეთუ უმჯობე არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენ{თაგანი}, და ნუ ყოველი გუამი შენი შთავარდებინ გეჰენიასა.
- 30და თუ მარჯუენჱ ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და ნუმცა ყოველი გუამი შენი შთავარდების გეჰენიასა.
- 31თქუმულ არს: რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი, ეცინ მას განსატევებელი წიგნი.
- 32ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან დაუტევოს ცოლი თჳნიერად სიტყჳსა სიძვისაჲსა, ამრუშოს იგი; და რომელმან დატევებული {ცოლ-იყ}ოს, იმრუშებდეს.
- 33{მ}ერმე გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს პირველთა: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.
- 34ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ნუ ჰფუცავთ ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ.
- 35ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბერკია ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს დიდისა მეუფისაჲ.
- 36ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერშემძლებელ ხარ ერთისა თმისა განთეთრებად ანუ დაშავებად.
- 37არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი: ჰჱ -- ჰე და: არაჲ -- არა. ხოლო უმეტესი ამათსა ეშმაკისაგანი არს.
- 38გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
- 39ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ნუ უჴდებით ბოროტსა, არამედ გცეს თუ ვინმე მარჯუენესა ღაწუსა შენსა, მიუპყარ შენი ერთიცა.
- 40და რომელსა უნდეს სასჯელად შენდა და კუართისა შენისა მიღებად, მიუტევე მას ფიჩჳცა შენი.
- 41და თუ ვინმე წარგიძღუანებდეს შენ მილიონ ერთ, მივედ შენ მის თანა ორცა.
- 42რომელი გთხოვდეს {შენ, მ}იეც; და რომელსა უნდეს ვასხებად შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა. .
- 43გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
- 44ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ჰყუარობდით მტერთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ულოცევდით, რომელნი {მიგხ}უეჭდენ თქუენ.
- 45რაჲთა იყვნეთ შვილ მამისა თქუენისა, რომელ არს ცათა შინა, რამეთუ მზჱ მისი აღმოავლინის ბოროტთა ზედა და კეთილთა და წჳმნ მართალთა ზედა და ცოდვილთა.
- 46უკუეთუ ჰყუარობდეთ მოყუარეთა თქუენთა ხოლო, რაჲ სასყიდელ გაქუნდეს თქუენ? არა მეზუერეთაცა ეგრევე ყვიანა?
- 47და თუ მოიკითხვიდეთ მეგობართა თქუენთა ხოლო, რაჲ უმეტეს ჰყოთ? არა წარმართთაცა ეგრევე ყვიანა?
- 48იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ცათა შინა სრულ არს.
იტვირთება შემდეგი თავი