მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1ხ~ ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, ნუ იქმთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელ არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან, რომელ არს ცათა შინა.
- 2რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა შენსა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან, შოვრის შესაკრებელთა და შოვრის უბნებსა, რაჲთა იდიდნენ იგინი კაცთაგან, რამეთუ მათგან მიიღიან სასყიდელი მათი.
- 3ხოლო შენ რაჟამს ქველს-იქმოდი, ნუ აგრძნობნ მარცხენჱ შენი, რასა იქმოდის მარჯუენჱ შენი.
- 4რაჲთა {იყოს ქ}ველისსაქმჱ იგი შენი ფარულად; დ{ა} მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.
- 5და რაჟამს თაყუანის-სცემდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი, რამეთუ უყუარნ მათ შოვრის შესაკრებელთა და ურაკპარაკთა თაყუანის-ცემაჲ, რაჲთამცა აუცნეს კაცთა. {მართლ}იად გეტყჳ თქუენ: იგი არს სასყიდელ მათდა.
- 6ხოლო შენ რაჟამს თაყუანის-სცემდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და თაყუანის-ეც მამასა შენსა დაფარულად; და მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს მან შენ ცხადად.
- 7და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავლისმეტყუელ ხართ, ვითარცა ორგულნი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლისმეტყუელებითა მით მათითა სასმენელ იყოს.
- 8ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ უწყის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს თქუენ თხოვამდევე თქუენდა მისგან.
- 9ესრეთ ილოცევდით თქუენ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,
- 10მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.
- 11პური ჩუენი სამარადისოჲ მომეც ჩუენ დღეს
- 12და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, რაჲთა ჩუენცა მიუტეოთ თანამდებთა ჩუენთა,
- 13და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, უფალო, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან; რამეთუ შენი არ{ს ს}უფევაჲ, ძალი და დიდებაჲ უკუნისამდე. ამჱნ.
- 14უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა.
- 15უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მიგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
- 16და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთამცა უჩნდეს იგინი კაცთა მმარხველად. მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ იგი არს სასყიდელი მათი.
- 17ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და პირი შენი დაიბანე,
- 18რაჲთა არა უჩნდე კაცთა მმარხველ, არამედ მამასა შენსა, რომელ არს დაფარულსა შინა, მან მოგაგოს შენ ცხადად.
- 19ნუ დაიდებთ საფასეთა თქუენთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
- 20არამედ დაიდებდით თქუენ საფასეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა ვერ დათხარიან და ვერცა გამოიპარიან.
- 21რამეთუ სადა არიან საფასენი თქუენნი, მუნცა არიან გულნი თქუენნი.
- 22სანთელი ჴორცთაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი ნათელ იყოს, ყოველნი ჴორცნი შენნი ნათელ იყვნენ.
- 23უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველნი ჴორცნი შენნი დაბნელებულ იყვნენ. უკუეთუ ნათელი, რომელ არს შენ თანა, ბნელ არს, ხოლო ბნელი იგი რაოდენმე?
- 24ვერ ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთსა ერჩინ და ერთი შეურაცხ-ყვის. ვერ შემძლებელ ხართ მონებად ღმრთისა და მამონაჲსა.
- 25ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ზრუნავთ თავთა თქუენთათჳს, რაჲ სჭამოთ ანუ რაჲ სუათ; ნუცა ჴორცთა თქუენ\თათჳს*, რაჲ შეიმოსოთ. არა სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა?
- 26მიხედეთ მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ იგი თქუენი, რომელ არს ცათა შინა, ზრდის მათ. არამე თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?
- 27ვინ თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?
- 28და სამოსელისათჳს რაჲსა ზრუნავთ? მიხედეთ შროშანთა ველისათა, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ.
- 29ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარ ერთი ამათგანი.
- 30უკუეთუ თივაჲ ველისაჲ, რომელ დღეს არს და ხვალისაგან თორნესა შთააგდიან, ღმერთმან ესრეთ შეამკვის, არამე უფროსღა თქუენ, მცირედმორწმუნენო?
- 31ნუ უკუე ზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?
- 32რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებედ, რამეთუ უწყის მამამან თქუენმან ზეცათამან, რამეთუ გიჴმს თქუენ ესე ყოველი.
- 33არამედ ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
- 34ნუ ზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალე იგი ზრუნვიდეს თავისა თჳსისათჳს. კმა არს დღესა ამას ჭირი თჳსი.
იტვირთება შემდეგი თავი