მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1ნუ დასჯით, რაჲთა არა დაისაჯნეთ,
- 2და რომლითა სასჯელითა შჯიდეთ, მითცა ისაჯნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მითცა მოგეწყოს თქუენ.
- 3რაჲსა ხედავ წუელსა თუალსა შიდა ძმისა შენისასა და თუალსა შიდა შენსა დჳრესა არა იხედავ?
- 4ანუ ვითარ ეტყჳ ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წუელი ეგე თუალით შენით, და, აჰა, ეგერა, დირე გიც თუალსა შენსა.
- 5ორგულო, აღმო-ღა-იღე პირველად დირჱ ეგე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
- 6ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუდებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, რაჲთა არა დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოგექცენ და განგხეთქდენ თქუენ.
- 7ხ~ ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.
- 8რამეთუ ყოველი რომელი ითხოვნ, მიიღის, და რომელი ეძიებნ, პოვის, და რომელი ირეკნ, განეღის.
- 9ხ~ იყოსმე ვინ თქუენთაგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძჱ თჳსი პურსა, ქვაჲ ნუ მისცესა მას?
- 10ანუ თუ თევზსა სთხოვდეს, გუელი ნუ მისცესა მას?
- 11უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით ნიჭისა კეთილისა მიცემაჲ შვილთა თქუენთა, რაოდენ არა უფროჲს მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს მათ კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას.
- 12ყოველივე, რაჲცა გნებავს, რაჲმცა გიყვეს თქუენ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ეგრე არს შჯული და წინაწარმეტყუელნი.
- 13შევიდოდეთ იწროსა მას ბჭესა, რამეთუ ფართო არს ბჭჱ და ვრცელ არს გზაჲ, რომელმან მიიყვანის წარსაწყმედელად; მრავალ არიან, რომელნი ვლენან მიერ.
- 14რამეთუ იწრო არს ბჭჱ და წულილ გზაჲ, რომელმან მიიყვანის ცხორებად, და მცირედ არიან, რომელთა პოიან იგი.
- 15ხ~ ეკრძალენით ცრუწინაწარმეტყუელთა მათგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან არიან მგელნი მტაცებელნი.
- 16ნაყოფისა მათისაგან იცნნეთ იგინი. მო-ნუ-ისთულიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?
- 17ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ჯერკუალმან ხემან ნაყოფი ჯერკუალი გამოიღის.
- 18ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ჯერკუალისა გამოღებად, არცა ხესა ჯერკუალსა ნაყოფისა კეთილისა გამოღებად.
- 19ყოველი ხჱ, არაგამომღებელი ნაყოფისა კეთილისაჲ, მოიკუეთოს და ცეცხლთა დაედვას.
- 20აწ უკუე ნაყოფისა მათისაგან იცნნეთ იგინი.
- 21არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ, რომელ არს ცათა შინა.
- 22მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდით და სახელითა შენითა ეშმაკთა განვასხემდით და სახელითა შენითა ძალსა მრავალსა ვიქმოდეთ?
- 23მაშინ ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არასადა გიცოდენ თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
- 24ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ბრძენსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა.
- 25და გარდამოჴდა წჳმაჲ, და წარმოეცნეს მდინარენი და ანქრევდეს ქარნი და ეცნეს სახლსა მას, და ვერ დაეცა, რამეთუ დამყარებულ იყო იგი კლდესა მას ზედა.
- 26და ყოველსა რომელსა ესმნენ სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი მქჳშასა ზედა.
- 27და გარდამოჴდა წჳმაჲ, და აღდგეს მდინარენი, და ქრიოდეს ქარნი, და ეცნეს სახლსა მას და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.
- 28და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ სიტყუანი ესე, უკჳრდა ერსა მას სწავლაჲ იგი მისი.
- 29რამეთუ იყო სწავლად მათა ჴელმწიფე და არა ვითარ მწიგნობარნი მათნი.
იტვირთება შემდეგი თავი