მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1და რაჟამს დამოვიდოდა იგი მიერ მთით, მისდევდა მას ერი მრავალი.
- 2და, აჰა, წარდგა მის წინაშე განბოკლებული და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, გინდეს თუ, შემძლებელ ხარ განწმედად ჩემდა.
- 3და მიყო ჴელი, შეახო მას იესუ და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან.
- 4ჰრქუა მას იესუ: ეკრძალე, ნუ ვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე მსხუერპლი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათდა.
- 5და რაჟამს შევიდა იგი კაფერნაომდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას
- 6და ეტყოდა: უფალო: ყრმაჲ ჩემი ძეს სახლსა შინა ჩემსა დაჴსნილი ძჳრ-ძჳრად ტანჯული.
- 7და ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
- 8მიუგო მან ასისთავმან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ, არამედ სიტყჳთ თქუ, და განიკურნოს ყრმაჲ იგი ჩემი.
- 9რამეთუ მეცა კაცი ვარ და საბრძანებელად ჩემდა არიან ერისა კაცნი; და ამას ვჰრქჳ: წარვედ! -- და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! -- და მოვიდის; და მონასა ჩემსა უბრძანი: ყავ ესე! -- და ყვის.
- 10ხოლო ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა, რომელნი-იგი შეუდგეს: მართლიად გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შოვრის ესოდენი სარწმუნოებაჲ მიპოვნიეს.
- 11ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი მოვიდენ მზისაღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგან აბრაჰამის თანა, ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა შინა ცათასა.
- 12ხოლო ნაშობნი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ* იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
- 13და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: ვიდოდე და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ! და განიკურნა ყრმაჲ იგი მისი მას დღესა შინა.
- 14და მოვიდა იესუ სახიდ პეტრესა და იხილა სიდედრი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა.
- 15და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი სიცხემან მან და აღდგა და ჰმსახურებდა მას.
- 16და ვითარ დამწუხრდა, მოართუეს მას ეშმაკეულებ მრავალ, და განასხნა სულები იგი სიტყჳთ და ყოველივე იგი სნეულები განკურნა.
- 17რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისა თქუმული: მან უძლურებანი ჩუენნი თავს-ისხნა და სნეულებანი იტჳრთნა.
- 18იხილა რაჲ იესუ მრავალი ერი გარემო მისა, უბრძანა მათ წიაღმოსლვაჲ წიაღ ზღუასა.
- 19და მოუჴდა ერთი მწიგნობარი და ჰრქუა მას: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.
- 20და ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩს და მფრინველთა ცისათა -- სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა.
- 21ერთმან ვინმე მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
- 22ჰრქუა მას იესუ: შენ შემომიდეგ მე და უტევე მკუდართა მათ დაფლვად მკუდართა თჳსთა.
- 23და რაჟამს აღჴდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.
- 24და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდ ზღუასა შინა ვიდრე დაფარვადმდე ნავისა მის ღელვათაგან. ხოლო მას თავადსა ეძინა.
- 25და მიუჴდეს მას მოწაფენი თჳსნი, განაღჳძეს და ჰრქუეს მას: უფალო, განმარინენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.
- 26და ჰრქუა მათ: რად გულმედგარ ხართ, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა, შეჰრისხნა ქართა და ზღუასა, და იყო ყუდროება დიდ.
- 27ხოლო კაცებსა მას უკჳრდა და იტყოდეს: რაჲმე ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას!
- 28და ვითარ წიაღჴდა იგი მიერ წიაღ სოფელსა მას გადერელთასა, მოეგებვოდეს მას ორნი ეშმაკეულნი, სამარობნით გამომავალნი, საზარელნი ფრიად, ვიდრე ვერვინ შემძლებელ იყო წარსლვად მიერ გზით.
- 29და მუნქუესვე ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? მოსრულ ხარ აქა უჟამოდ გუემად ჩუენდა.
- 30და იყო შორს მათსა კოლტი ღორებისა მრავლისა მძოვარი.
- 31ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და იტყოდეს: გან-თუ-გუასხამ ჩუენ, გჳბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორებისასა.
- 32და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი მივიდეს კოლტსა მას ღორებისასა. და მუნქუესვე მიიმართა ყოველმან მან კოლტმან კლდით კერძო ზღუად და მოწყდეს წყალთა მათ შიდა.
- 33ხოლო მეღორენი იგი ივლტოდეს ქალაქად, მიუთხრეს ყოველივე და ეშმაკეულთაჲცა მათ.
- 34და მუნქუესვე ყოველი იგი ქალაქი გამოეგებვოდა იესუს. და ვითარ იხილეს იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთამცა წარვიდა საზღვრით მათით.
იტვირთება შემდეგი თავი