მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1და აღჴდა ნავსა მას და წიაღმოჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.
- 2და, აჰა, მოართუეს მას დაჴსნილი ერთი, რომელ იდვა ცხედარსა ზედა. და ვითარ იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი, ჰრქუა დაჴსნილსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შეცოდებანი შენნი!
- 3და მუნქუეს ოდენ მწიგნობართაგანნი ვინმე იტყოდეს გულთა შიდა თჳსთა: ესე გმობს.
- 4და ვითარ გულისჴმა-ყო იესუ ზრახვაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რად ზრახავთ ძჳრსა გულთა შინა თქუენთა?
- 5რაჲ უადვილე არს თქუმად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, -- ანუ თქუმად: აღდეგ და ვიდოდე?
- 6რამეთუ ჴელმწიფე არს ძჱ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა მათთა. მაშინ ჰრქუა დაჴსნილსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
- 7და აღდგა იგი და წარვიდა სახიდ თჳსა.
- 8იხილა რაჲ უკუე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.
- 9და წარვიდოდა იესუ მიერ, იხილა კაცი მჯდომარე საზუერესა ზედა, მატთეოს ერქუა სახელი, და ჰრქუა მას: შემომიდეგ მე. და აღდგა და მისდევდა მას.
- 10და იყო, რაჟამს ინაჴ-ედგა მას სახლსა მას შინა, მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი მოსრულ იყვნეს და ინაჴ-ედგა იესუს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
- 11და ვითარ იხილეს ფარისეველთა მათ, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა თანა და ცოდვილთა ჭამს მოძღუარი თქუენი?
- 12ხოლო იესუს ვითარ ესმა, ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
- 13მივედით და იკითხეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს, და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოსრულ ვარ ჩინებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
- 14მაშინ მოუჴდეს მოწაფენი იოჰანესნი და ჰრქუეს მას: რად ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
- 15და ჰრქუა მათ იესუ: ნუთუ ეგების შვილთა საქორწინისათა გლოვაჲ ვიდრე სიძე მათ თანა არს? არამედ მოვიდენ დღენი, რაჟამს წარვიდეს მათგან სიძე, და მაშინ იმარხვიდენ.
- 16არავინ დაადგის სადგმელი ნახევისა უმურკველისაჲ სამოსელსა ზედა ძუელსა, რამეთუ გამოიღლიძის დგმულმან მან სამოსლისა მისგან, და უძჳრეს განხეთქილება იქმნის.
- 17არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა; უკუეთუ არა, განსთქდიან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ იგი დაითხიის, და თხიერნი იგი წარწყმდიან. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
- 18ამას რაჲ ეტყოდა მათ, აჰა, მთავარი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, რამეთუ: ასული ჩემი აწღა, ესერა, მოკუდა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მის ზედა და ცხონდეს.
- 19და აღდგა იესუ და შეუდგა მას და მოწაფენი მისნი მის თანა.
- 20და, აჰა, ესერა, დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ზედა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით კერძო, შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
- 21რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე.
- 22ხოლო იესუ მოიქცა, იხილა იგი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და ცხონდა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
- 23და იესუ ვითარ მივიდა სახლსა მის მთავრისასა, იხილა მუნ მგოსნები და ერი აღშფოთებული,
- 24და ჰრქუა მათ: განეყენენით, რამეთუ არა მოკუდა ქალი ესე, არამედ სძინავს. და ეკიცხევდეს მას.
- 25ხოლო ოდეს გარდაასხეს ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი, და აღდგა ქალი იგი.
- 26და განჴდა ჰამბავი ესე მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
- 27და ვითარ წარვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: მიწყალენ ჩუენ, ძეო დავითისო!
- 28და რაჟამს შევიდა იგი სახიდ, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამს, ვითარმედ შემძლებელ ვარ ყოფად ესე? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
- 29მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: მსგავსად სარწუნოებისა თქუენისა გეყავნ თქუენ!
- 30და აღეხუნეს თუალნი მათ. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იგულეთ, ნუმცა ვინ აგრძნობს!
- 31ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა ქუეყანასა მას.
- 32და ვითარ იგინი გამოვიდეს, აჰა, მოართუეს მას კაცი ყრუჲ ეშმაკეული.
- 33და ვითარ განეყენა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი, და დაკჳრვებულ იყო ერი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ვინ ესრეთ ისრაჱლსა შორის გამოჩნდა.
- 34ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
- 35და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და უძლურებათა ერსა შორის.
- 36და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
- 37მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი -- მცირედ.
- 38ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.
იტვირთება შემდეგი თავი