მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ; და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
- 2ხოლო ათორმეტთაჲ მათ მოციქულთაჲ არს სახელები ესე: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოჰანე, ძმაჲ მისი,
- 3ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოზ მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოზ.
- 4სიმონ კანანელი და იუდა სკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
- 5ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ ხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ.
- 6მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
- 7და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ
- 8უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ემშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდცა მისცემდით.
- 9ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა პილენძსა სარტყელთა თქუენთა,
- 10ნუცა გუდაჲ გზასა, ნუცა ორი კუართი, ნუცა ჴამლნი, ნუცა არგანი, რამეთუ ღირს არს მოქმედი საზრდელისა თჳსისა.
- 11რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ ანუ დაბასა, გამოიკითხეთ, რომელი მას შინა ღირს იყოს, და მუნ დაიყოვნეთ ვიდრე გამოსლვამდე.
- 12ხოლო რაჟამს შეხჳდოდით სახლსა, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
- 13და თუ ღირს იყოს სახლი იგი, მოვედინ მშჳდობაჲ იგი თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ იგი თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.
- 14ხოლო რომელმან არა შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუათა თქუენთაჲ, რაჟამს გამოხჳდოდით მიერ სახლით, ანუ ქალაქით, დაიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა.
- 15მართლიად გეტყჳ თქუენ: ულხინულეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა საშჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.
- 16აჰა, ესერა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით თქუენ მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
- 17ხოლო ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცნენ თქუენ კრებულებსა, და შოვრის ურაკპარაკთა მათთა გგუემდენ თქუენ.
- 18და წინაშე მსაჯულთა და მეუფეთა წარგადგინნენ თქუენ ჩემთჳს, საწამებელად მათა და წარმართთა.
- 19ხოლო რაჟამს მიგცემდენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარმე, ანუ რასამე იტყოდით, რამეთუ მიგცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ სთქუათ.
- 20რამეთუ არა თქუენ ხართ, რომელნი იტყოდით, არამედ სული იგი მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ თანა.
- 21რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღდგენ შვილნი დედა-მამათა ზედა თჳსთა და მოკლნენ იგინი.
- 22და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოელთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
- 23ხოლო რაჟამს გდევნიდენ თქუენ ქალაქსა ამას შინა, მიივლტოდეთ სხუად. უკუეთუ მიერცა გდევნიდენ თქუენ, წარივლტოდეთ მიერ მერმესა. მართლიად გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ მოსლვადმდე ძისა კაცისაჲსა.
- 24არა არს მოწაფჱ უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცაღა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.
- 25კმა არს მოწაფისა, იყოს თუ ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. სადა მამასახლისსა ბერზებულით ხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მათ მისთა?
- 26ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარულ, რომელ არა განცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოჩნდეს.
- 27რომელსა გეტყჳ თქუენ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა, და რომელ ყურთა გესმეს, ქადაგებდით მას ერდოებსა ზედა.
- 28და ნუ გეშინინ მათგან, რომელნი-იგი მოსწყუედდენ ჴორცთა თქუენთა, ხოლო სულთა თქუენთა ვერშემძლებელ იყვნენ მოწყუედად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელსა ჴელ-ეწიფების სულთა ჴორცითურთ წარწყმედად გეჰენიასა შიდა.
- 29არა ორი სირი ერთის დანგის განიყიდის? და ერთიცა მათგანი არა დავარდის ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
- 30ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი აღრაცხილ არიან.
- 31ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
- 32ყოველმან რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა.
- 33ხოლო რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა.
- 34ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
- 35რამეთუ მოსრულ ვარ განყოფად კაცისა მამისა თჳსისაგან და ასულისა -- დედისა თჳსისაგან და ძისცოლისა -- დედამთილისაგან.
- 36და იყვნენ მტერ კაცისა სახლეულნი თჳსნი.
- 37რომელსა უყუარდეს მამაჲ თჳსი გინა თუ დედაჲ თჳსი ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძჱ თჳსი გინა თუ ასული თჳსი ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს.
- 38და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და არა შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
- 39რომელმან პოოს თავი თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
- 40რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
- 41რომელმან შეიწყნაროს წინაწარმეტყუელი სახელად წინაწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მოიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მოიღოს.
- 42და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელ ერთ წყალი გრილი სახელად მოწაფისა, მართლიად გეტყჳ თქუენ, არავე წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
იტვირთება შემდეგი თავი