მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1და იყო, რაჟამს დაასრულა იესუ ბრძანებაჲ ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა თჳსთა, წარიძრა მიერ სწავლად და ქადაგებად ქალაქებსა მათსა.
- 2ხოლო იოჰანეს ესმა საპყრობილეს შინა საქმენი იგი ქრისტჱსნი, მიავლინნა * მოწაფენი მისნი
- 3და ჰრქუა მას: შენ ხარა მომავალი იგი ანუ სხუასა მოველოდით?
- 4მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოჰანეს, რომელ გესმის და ხედავთ:
- 5ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, განბოკლებულნი განწმიდნებიან, და ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და ჭირვეულთა ეხარების.
- 6და ნეტარ არს, რომელი არა სცთეს ჩემდა მომართ.
- 7ხოლო ესენი რაჲ წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად იოჰანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა ქარისაგან რორინებულისა?
- 8არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემკულისა? აჰა, ესერა, რომელნი ჩჩჳლითა მოსილ არიან, სახლთა შინა მეუფეთასა არიან.
- 9არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაჲსწარმეტყუელისა? ჰე, გეტყუ თქუენ, და უფროჲსღა წინაწარმეტყუელისა.
- 10რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა, წარვავლინებ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, და განმზადოს გზაჲ შენი წინაშე პირსა შენსა.
- 11მართლიად გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს შობილი დედათაგანი უფროჲს იოჰანესა ნათლისმცემელისა; ხოლო უმცირესი იგი სასუფეველსა მას შინა ცათასა უფროჲს მისა არს.
- 12და დღეთა მათგან იოჰანეს ნათლისმცემელისათა მოაქამდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და მძლავრნი მიიტაცებენ მას.
- 13რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და შჯული იოჰანჱსამდე წინაწარმეტყუელებდეს.
- 14და თუ გნებავს შეწყნარებად, ეგე თავადი არს ელია, რომელ-იგი მოსლვად არს.
- 15რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!
- 16რასამე ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს იგი ყრმათა, მსხდომარეთა შორის უბნებსა, რომელთა მოხადიან მოყუასთა მათთა
- 17და ჰრქჳან: გისტჳნევდით, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა ეტყებდით.
- 18რამეთუ მოვიდა იოჰანე, არცა ჭამდა და არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.
- 19მოვიდა ძჱ კაცისაჲ, ჭამდა და სუმიდა, და იტყჳან: აჰა, კაცი მჭამელი და ღჳნისა მსუმელი, მეზუერეთა მეგობარი და ცოდვილთაჲ! და განმართლდა სიბრძნე იგი ნაშობთაგან მისთა.
- 20მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:
- 21ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! ვითარმედ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
- 22ხოლო გეტყჳ თქუენ: ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.
- 23ხოლო შენ, კაფარნაომ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, ვითარმედ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღემდის.
- 24რამეთუ გეტყჳ თქუენ: ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ.
- 25მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.
- 26ჰე, მამაო, რამეთუ ესრჱთ სათნო იყო შენ წინაშე.
- 27ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არა ვინ იცის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა, გამოცხადების.
- 28მოედით ჩემდა ყოველნი დამაშურალნი და რომელთა ტჳრთი მძიმე გეტჳრთა, და მე განგისუენო თქუენ.
- 29აიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთა.
- 30რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი მცირე არს.
იტვირთება შემდეგი თავი