მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა ზღჳსკიდესა.
- 2და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრემდე შესლვად მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა.
- 3და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა, გამოვიდა მთესვარი თესვად.
- 4და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.
- 5და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.
- 6მზჱ აღმოჰჴდა, დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
- 7და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
- 8და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე -- ასსა, და რომელიმე-- სამეოცსა, და რომელიმე -- ოცდაათსა.
- 9რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
- 10და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?
- 11ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.
- 12რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
- 13ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, და ესმის და არა ესმის, და არცა გულისჴმა-ყვიან.
- 14და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: სმენით ესმოდის და არა გულისჴმა-ყონ, და ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ.
- 15რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე თუალითა იხილონ და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ, და მოიქცენ და განიკურნენ იგინი.
- 16ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.
- 17ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა გული ეტყოდა ხილვად, რომელსა ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი გესმის, და ვერ ესმა.
- 18თქუენ აწ ისმინეთ იგავი იგი მთესვარისაჲ.
- 19. ყოველსა რომელსა ესმინ სიტყუაჲ იგი სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყვის, მოვიდის უკეთური იგი და მიიტაცის დათესული იგი გულსა მისსა. ესე იგი არს, რომელი-იგი გზასა თანა დაეთესა.
- 20ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელსა სიტყუაჲ იგი ესმინ, წუთ ერთ სიხარულით შეიწყნარის იგი.
- 21და რამეთუ ძირი არა აქუნ გულსა მისსა, არამედ საწუთრო არნ. რაჟამს უკუე არნ ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად ცთის.
- 22ხოლო რომელი-იგი ეკალთა შიდა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშდვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.
- 23ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე იგი არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და გულისჴმა-ყვის და გამოიღის ნაყოფი და ყვის: რომელმანმე -- ასი, რომელმანმე -- სამეოცი, რომელმანმე -- ოცდაათი.
- 24სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა მთესვარსა კეთილისა თესლისა აგარაკსა თჳსსა.
- 25და რაჟამს დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მისი მტერი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა და წარვიდა.
- 26რაჟამს უკუე აღმოსცენდა ჯეჯლი და ნაყოფი გამოიღო, მაშინღა გამოჩნდა ღუარძლი იგი.
- 27და მოვიდეს მონანი იგი მამასახლისისანი და ჰრქუეს მას: უფალო, არა კეთილი თესლი დასთესე აგარაკსა ამას შენსა? აწ ვინაჲ ჰრთავს ღუარძლი ესე?
- 28ხოლო მან ჰრქუა მათ: მტერმან კაცმან ყო ესე. მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავს, თუ მივიდეთ და მოვჰმარგლოთ იგი?
- 29ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე მომარგლასა მას ღუარძლისასა აღმოჰფხურათ მის თანა იფქლიცა.
- 30აცადეთ თანად აღორძინებად ორთავე მიმკამდის; და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა: შეკრიბეთ ღუარძლი იგი პირველად და დაკართ იგი ძნეულად დასაწუველად; ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.
- 31სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელ მოიღო კაცმან და დასთესა აგარაკსა თჳსსა,
- 32რომელ უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთასა არნ, და იქმნის ხჱ, ვიდრე მოსლვადცა მფრინველთა ცისათა და დადრგომად რტოთა მისთა.
- 33სხუასა იგავსა ეტყოდა მათ: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელ მოიღის დედაკაცმან და შეჰრია ფქვილსა სამსა გრივსა, ვიდრემდის განაფუვნა ყოველი.
- 34ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას, და უიგავოდ არას ეტყოდა მათ.
- 35რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისა თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა სოფლისდაბადებითგანთა.
- 36მაშინ დაუტევა ერი იგი და მოვიდა სახიდ თჳსა იესუ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ.
- 37მან მიუგო მათ და ჰრქუა: მთესვარი იგი თესლისა მის კეთილისაჲ ძჱ კაცისაჲ არს.
- 38აგარაკი არს ესე სასუფეველი, ხოლო კეთილი იგი თესლი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლი იგი არიან ძენი უკეთურისანი.
- 39ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესნა იგინი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი ანგელოზნი არიან.
- 40ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრე იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ.
- 41რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი.
- 42და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისა აგზებულისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
- 43მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზჱ, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
- 44კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა, დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით წარვიდა, და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
- 45მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.
- 46და პოის რაჲ ერთი მრავალსასყიდლისა მარგალიტი, წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
- 47მერმე კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა, რომელ სდვიან ზღუასა და ყოვლისაგან თესლად-თესლადისა შეკრიბიან.
- 48რაჟამს უკუე აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდედ და დადვიან და განარჩიიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განაბნიიან.
- 49ეგრე იყოს აღსასრულსა ამის სოფლისასა: განვიდენ ანგელოზნი და განარჩინენ უკეთურნი მართალთაგან.
- 50და შთასთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
- 51გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
- 52ხოლო მან ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს კაცსა მამასახლისსა, რომელმან-იგი გამოიღის საფასისა თჳსისაგან ახალი და ძუელი.
- 53და იყო, რაჟამს დაასრულა იესუ იგავები ესე, წარვიდა მიერ.
- 54და მოვიდა სოფლად თჳსა და ასწავებდა მათ შესაკრებელთა მათთა, და დაუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალნი?
- 55ანუ არა ესე არს ხუროჲსაჲ იგი ძჱ? არა დედასა მისსა მარიამ ჰრქჳან? და ძმათა მისთა -- იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?
- 56და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ თანა არიან? ვინაჲ არს ამისა ყოველი ესე?
- 57და სცთებოდეს მისა მიმართ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
- 58და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.
იტვირთება შემდეგი თავი