მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს ჩოროროდსა ჰამბავი იესუსი,
  2. 2
    და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე იოჰანე არს ნათლისმცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და ამისთჳს ძალნი იგი იქმნებიან მისგან.
  3. 3
    რამეთუ ჰეროდე მაშინ შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შეაყენა საპყრობილედ ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისაჲსა.
  4. 4
    რამეთუ ეტყოდა მას იოვანე: არა ჯერ-არს შენდა ცოლებაჲ მაგისი.
  5. 5
    და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ და შეეშინა ერისა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი შეერაცხა იგი.
  6. 6
    ხოლო რაჟამს შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი,
  7. 7
    რომლისაგან ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა სთხოოს.
  8. 8
    ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკლითა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ.
  9. 9
    და შე-ღათუ-წუხნა მეფჱ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა, ბრძანა მიცემად იგი მას.
  10. 10
    და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანეს საპყრობილეს შინა.
  11. 11
    და მოართუეს თავი მისი ლანკლითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.
  12. 12
    და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს, და მოვიდეს და უთხრეს იესუს.
  13. 13
    ხოლო ესმა რაჲ იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა მიერ უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკურცხილ ქალაქებისაგან.
  14. 14
    და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.
  15. 15
    და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფანი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.
  16. 16
    ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; ეცით მაგათ თქუენ ჭამადი.
  17. 17
    ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუნს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.
  18. 18
    ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მომართუთ მე იგი აქა!
  19. 19
    და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა პური იგი, და მოწაფეთა მისცეს ერსა მას.
  20. 20
    და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევისაჲ ათორმეტი გოდორი სავსე.
  21. 21
    ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს მამანი ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
  22. 22
    და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვაჲ ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი.
  23. 23
    და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იპოვა მუნ.
  24. 24
    ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან, და იგუემებოდეს ღელვათაგან, რამეთუ ქარი იგი იყო პირით.
  25. 25
    და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათდა იესუ სლვით.
  26. 26
    ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ: საუცარ რაჲმე არს. და შიშისა მისგან ღაღატ-ყვეს.
  27. 27
    მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით! მე ვარ, ნუ გეშინინ!
  28. 28
    მიუგო პეტრე და რქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.
  29. 29
    ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდავიდა ნავით პეტრე, ვიდოდა წყალთა ზედა და მოვიდა იესუსა.
  30. 30
    და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, და ღაღატ-ყო და თქუა: უფალო, მიჴსენ მე!
  31. 31
    მეყსეულად იესუ განყო ჴელი, უპყრა მას და თქუა: მცირედმორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?
  32. 32
    და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დაუცხრა ქარი იგი.
  33. 33
    ხოლო რომელნი-იგი იყვნეს ნავსა მას შინა, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ ხარ შენ.
  34. 34
    და განვიდეს და მოვიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა.
  35. 35
    და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული.
  36. 36
    და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რომელთა შეახეს, ცხონდეს.
იტვირთება შემდეგი თავი