მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები

იტვირთება წინა თავი

თავი 15

  1. 1
    მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ჰრქუეს:
  2. 2
    რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდავლენ სწავლასა მას მღდელთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ.
  3. 3
    მან მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა სწავლისა თქუენისათჳს?
  4. 4
    რამეთუ ღმერთმან თქუა: თავ-უყავ მამასა და დედასა; და რომელი ძჳრსა იტყოდის მამისათჳს ანუ დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.
  5. 5
    ხოლო თქუენ თქუთ: რომელმან ჰრქუას მამასა გინა თუ დედასა თჳსსა ნიჭითა, რომელ-რაჲცა ჩემგან სარგებელ გეყოს,
  6. 6
    და არა თავ-ჰუყოს მამასა თჳსსა, -- და შეურაცხ-ჰყავთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ სწავლისა თქუენისათჳს.
  7. 7
    ორგულნო, კეთილად წინაჲსწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა:
  8. 8
    ერი ესე ბაგითა ხოლო მადიდებს მე, ხოლო გული მათი განშოვრებულ არს ჩემგან.
  9. 9
    ცუდად მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.
  10. 10
    და მოუწოღა ერსა მას და ჰრქუა მათ: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ!
  11. 11
    . არა თუ რომელი შევალს პირით, შეაგინებს იგი კაცსა, არამედ რომელი გამოვალს პირისაგან, იგი შეაგინებს კაცსა.
  12. 12
    მაშინ მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: უწყი, რამეთუ ფარისეველთა ვითარ ესმა სიტყუაჲ შენი, დაბრკოლდეს?
  13. 13
    ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ზეცათამან, აღმოიფხურეს.
  14. 14
    ხ~ აცადეთ მათ: ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე შთაცჳვიან მთხრებლსა.
  15. 15
    მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ეგე.
  16. 16
    ხოლო იესუ ჰრქუა მას: აწ, თქუენცა უგულისჴმოვე ხართა?
  17. 17
    და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად მივალს და განსავალით განვალს?
  18. 18
    ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს, იგი შეაგინებს კაცსა.
  19. 19
    რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი.
  20. 20
    ესე არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.
  21. 21
    და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა.
  22. 22
    და დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათთაგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.
  23. 23
    ხოლო თავადმან არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს მას და ჰრქუეს: განუტევე ესე, რამეთუ შეგჳდგს ჩუენ და ღაღადებს.
  24. 24
    ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
  25. 25
    ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!
  26. 26
    ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დადებად ძაღლთა.
  27. 27
    ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, და რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭსა გარდამონაცჳვნებსა ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.
  28. 28
    მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
  29. 29
    და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ.
  30. 30
    და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვანდა მათ თანა მკელობელები და ბრმები, ყრუნი და ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა იესუსთა, და განკურნნა იგინი.
  31. 31
    ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ჰხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი და უტყუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
  32. 32
    ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ, ესერა, სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე და არაჲ აქუნს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა.
  33. 33
    ხოლო მოწაფეთა მისთა ჰრქუეს მას: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ესოდენი პური, ვინაჲმცა განვაძღეთ ერი ესოდენი?
  34. 34
    ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი პური გაქუნს აქა? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი პური და მცირედ თევზი.
  35. 35
    და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა.
  36. 36
    და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი და ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, ხოლო მოწაფენი იგი მისცემდეს ერსა მას.
  37. 37
    და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და მეტი იგი ნამუსრევი აღიღეს შჳდი სფჳრიდი სავსე.
  38. 38
    ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
  39. 39
    და განუტევნა იგინი და აღვიდეს ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალაჲსათა.
იტვირთება შემდეგი თავი