მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს და განიკითხვიდეს მას, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.
- 2ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქჳთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ.
- 3და განთიად სთქჳთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, ცისა სამე პირი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გისხენ გულისჴმის-ყოფად.
- 4ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.
- 5და მოვიდეს მოწაფენი მისნი და დაავიწყდა პურისა მოღებაჲ.
- 6ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იგულეთ და ეკრძალებოდეთ ცომისა მისგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.
- 7ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუნს.
- 8ვითარ გულისჴმა-ყო იესუ, ჰრქუა მათ: რაჲსა ზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ: პური არა გუაქუნს?
- 9არღა გულისჴმა-გიყოფიეს, არცა გაჴსოს ხუთი იგი ჴუეზაჲ ხუთ ათასთა და რავდენი გოდორი აღიღეთ?
- 10და არცა შჳდი იგი ჴუეზაჲ ოთხ ათასთა?
- 11ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისა მისგან ფარისეველთაჲსა?
- 12მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაჲ, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.
- 13და მოვიდა იესუ კესარიად კერძო ფილიპჱსა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ მრქჳან მე კაცთა, ვითარმედ: ვინ ვარ მე, ძე კაცისაჲ?
- 14ხოლო მათ თქუეს: რომელთამე თქჳან იოვანე ნათლისმცემელი, რომელთამე -- ელია, და რომელთამე -- იერემია, ანუ ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.
- 15მან ჰრქუა მათ: თქუენ რაჲ სთქჳთ, ვითარმედ ვინ ვარ მე?
- 16მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.
- 17მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს შენ, არამედ მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა.
- 18და მეცა გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და მაგას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
- 19და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა, და რომელი გაჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
- 20მაშინ ამცნო მოწაფეთა, რაჲთა არავის უთხრან, რამეთუ იგი არს იესუ ქრისტჱ.
- 21მიერითგან იწყო იესუ ჩუენებად მოწაფეთა თჳსთა, რამეთუ მისლვად იყო იერუსალჱმდ და ფრიად ვნებად იყო მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთაგან და მწიგნობართაგან, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
- 22და მოუჴდა მას პეტრე, იწყო მისა ლალვად და თქუა: ლხინებამცა არს შენდა, უფალო, და ნუმცა იყოფის.
- 23მიექცა პეტრეს და ჰრქუა: მართლუკუნიქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ დამაბრკოლებელ ხარ შენ ჩემდა, რამეთუ არა ზრახავ შენ ღმრთისასა, არამედ კაცთასა
- 24მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა მისთა: რომელსა ჰნებავს კუალსა ჩემსა შედგომად, უვარ-ყავნ თავი თჳსი, აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
- 25რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა ცხორებაჲ, მან წარწყმიდოს იგი; და რომელმან წარწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
- 26რაჲმე სარგებელ ეყოს კაცსა, სოფელი თუ შეიძინოს და სული თჳსი წარიწყმიდოს? ანუ რაჲმე მისცეს კაცმან საჴსარად სულისა თჳსისათჳს?
- 27რამეთუ ძჱ კაცისაჲ მოსლვად არს დიდებითა მამისაჲთა ანგელოზთა თანა მისთა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
- 28მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევასა თჳსსა.
იტვირთება შემდეგი თავი