მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    და შემდგომად მეექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა მარტოდ.
  2. 2
    და იცვალა წინაშე მათსა, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, და სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.
  3. 3
    და მუნქუესვე ეჩუენნეს მათ მოსე და ელია; და ეტყოდეს მას.
  4. 4
    მიუგო პეტრე იესუს და ჰრქუა: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: შენდა -- ერთი და მოსჱსა -- ერთი და ელიაჲსა -- ერთი.
  5. 5
    და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა, ღრუბელმან ნათლისამან დააგრილა მათ, და მუნქუესვე ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო, და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მთნავს მე; ისმინეთ მაგისი!
  6. 6
    და ვითარ ესმა მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა მათსა და შეეშინა ფრიად.
  7. 7
    და მოუჴდა მათ იესუ, ჴელი შეახო და ჰრქუა: აღდეგით, ნუ გეშინინ!
  8. 8
    და ვითარ აღიხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ.
  9. 9
    და ვითარ გარდამოვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა მას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.
  10. 10
    და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაჲმე უკუე მწიგნობართა თქჳან, ვითარმედ: ელიაღა პირველად მოსლვად არს?
  11. 11
    ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ელია მოსლვად არს და ადგიდ-აგოს ყოველი.
  12. 12
    ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენიცა უნდა. ეგრეცა ძე კაცისაჲ ვნებად არს მათგან.
  13. 13
    მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანესთჳს ნათლისმცემელისა ჰრქუა მათ.
  14. 14
    და ვითარ მოვიდეს ერსა მას თანა, მო-ვინმე-უჴდა მას კაცი, მუჴლნი დაიდგნა და ეტყოდა:
  15. 15
    უფალო, შეიწყალე ძჱ ჩემი, რამეთუ ახლისპიროვან არს და ძჳრ-ძჳრად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა.
  16. 16
    და მოვართუ იგი მოწაფეთა შენთა. და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.
  17. 17
    მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჵ ნათესავო ურწმუნოო და გულარძნილო, ვიდრემდის თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!
  18. 18
    და შეჰრისხნა მას იესუ. და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა წული იგი მიერ ჟამითგან.
  19. 19
    მაშინ მოუჴდეს მოწაფენი იესუს თჳსაგან და ჰრქუეს მას: ჩუენ რად ვერ უძლეთ განჴდად მისა?
  20. 20
    ხოლო მან ჰრქუა მათ: მცირედმორწმუნეობისა თქუენისათჳს. რამეთუ მართლიად გეტყჳ თქუენ: გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ მდოგჳსმარცუალ ოდენ, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე ამიერ! და მუნ იცვალოს. და არა იყოს უძლურება თქუენდა.
  21. 21
    0
  22. 22
    და ვიდრე იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ: მიცემად არს ძე კაცისაჲ ჴელთა კაცთასა,
  23. 23
    და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგომად. და შეზრუნდეს იგინი ფრიად.
  24. 24
    და რაჟამს მოვიდეს იგინი კაფერნაომდ, მოუჴდეს პეტრეს, რომელნი-იგი დიდრაქმასა მოჰჴდიდეს და ჰრქუეს მას: მოძღუარმან თქუენმან არა გამოსცის ხარკი დრამისაჲ?
  25. 25
    და მან ჰრქუა მათ: ჰე. და ვითარ შევიდა იგი სახიდ, ასწრო მათ იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ, მეუფეთა ქუეყანისათა რომელთა გამოიღიან ხარკი ანუ თუ ზუერი: შვილთაგან ანუ უცხოთაგან?
  26. 26
    ჰრქუა მას: უცხოთაგან. ჰრქუა მას იესუ: აწ უკუე აზნაურ არიან შვილნი იგი.
  27. 27
    არამედ რაჲთა არა დააბრკოლნეთ იგინი, მივედ ზღუასა და შთააგდე სამჭედური და რომელ პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე და აღაღე პირი მისი და ჰპოო მას შინა სასწორი, მოიღე იგი და მიეც მათ ჩემ წილ და შენ წილ.
იტვირთება შემდეგი თავი