მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1მას დღესა შინა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს: ვინმე უფროჲს არს სასუფეველსა ცათასა?
- 2და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა მათ შორის
- 3და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ: არა თუ იქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
- 4რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, ესე არს უდიდეს სასუფეველსა ცათასა.
- 5და რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ერთი ესევითარი სახელად ჩემდა, მე შემიწყნაროს.
- 6ხოლო რომელმან აცთუნოს ამათ მცირეთაგანი ერთი, რომელთა ვჰრწამ მე, უმჯობე არს მისა, დამო-თუმცა-ეკიდა მას ფქჳლი ვირით საფქველი ყელსა მისსა და შთა-მცა-ვარდა უფსკრულთა ზღუათა.
- 7ვაჲ ამის სოფლისა საცთურთაგან, რამეთუ მოსლვად არს საცთური; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური იგი.
- 8უკუეთუ ჴელი შენი, გინა თუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე და განაგდე იგი შენგან: უმჯობე არს შენდა შესლვად ცხოვრებასა მკელობელისაჲ ანუ უჴელოჲსაჲ, ვიდრე არა ორთა ჴელთა ანუ ორთა ფერჴთა დგმასა და შთავრდომაჲ ცეცხლსა საუკუნესა.
- 9{დ}ა თუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიჴადე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთთუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრეღა არა ორთა თუალთა სხმასა და შთავრდომად გეჰენიასა ცეცხლისასა.
- 10ხ~ ეკრძალენით, ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსა კნინაკთა ამათგანსა. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა.
- 11რამეთუ მოვიდა ძჱ კაცისაჲ ცხოვნებად წარწყმედულისა.
- 12რასა ჰგონებთ თქუენ: იყოს თუ ვინმე კაცი და ედგას ასი ცხოვარი და შესცთეს ერთი მათგანი, არამე დაუტეოს ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი მთასა ზედა და მივიდეს და ეძიებდეს შეცთომილსა მას?
- 13და იყოს, თუ პოოს იგი, მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ უხარინ მას ზედა უფროჲს, ვიდრეღა არა ოთხმეოცდააცხრამეტთა მათ, რომელნი-იგი არა შეცთომილ იყვნენ.
- 14ეგრე არა ნება არს მამისა ჩემისა ზეცათაჲსა, რაჲთამცა წარწყმიდა ერთი კნინაკთა მათგანი.
- 15უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო მარტონი იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი.
- 16უკუეთუ არა ისმინოს შენი, მიიყვანე შენ თანა სხუაჲ ერთი ანუ ორი, რაჲთა პირითა მოწამეთა ორთაჲთა ანუ სამთაჲთა დამტკიცნეს ყოველი სიტყუაჲ.
- 17უკუეთუ არა ისმინოს მათიცა, უთხარ კრებულსა; უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ შენდა, ვითარცა წარმართთაგანი და მეზუერჱ.
- 18მართლიად გეტყჳ თქუენ: რავდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რავდენი განჰჴსნეთ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
- 19მერმე მართლიად გეტყჳ თქუენ: ორნი თუ თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა საქმისა ამის ყოვლისათჳს, რაჲცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან, რომელ არს ცათა შინა.
- 20რამეთუ სადა არიან ორნი ანუ სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მე მუნ ვარ შორის მათსა.
- 21მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს მე ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? შჳდგზისა?
- 22ჰრქუა მას იესუ: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისადმდე, არამედ სამეოცდაათჯერ შჳდგზის.
- 23ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეფესა, რომელსა უნდა სიტყჳსა ადგინებაჲ მონათა თჳსთა თანა.
- 24და ვითარ იწყო სიტყუად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ქანქრისაჲ.
- 25. და ვითარ არარაჲ აქუნდა გარდაჴდად, ბრძანა მისი უფალმან მან მისმან განსყიდაჲ, ცოლისა მისისაჲ, შვილთაჲ და ყოველი, რაჲცა ედვა მას, და გარდაზღვად მისა.
- 26დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იყავ ჩემ ზედა, და ყოველი მიგცე შენ.
- 27შეეწყალა უფალსა მონაჲ იგი, და განუტევა იგი და თანანადები იგი მიუტევა მას.
- 28და ვითარ გამოვიდა მონაჲ იგი, პოვა ერთი მოყუასთა მისთაგანი, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც მე, რაჲცა-იგი თანაგაც.
- 29დავარდა მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ მექმენ ჩუენ ზედა და მიგცე შენ.
- 30ხოლო მან არა ინება, არამედ მივიდა და შესუა იგი საპყრობილესა, ვიდრემდის მოსცეს თანანადები იგი.
- 31იხილეს რაჲ უკუე მოყუასთა მათ მისთა საქმე იგი, შეზრუნდეს ფრიად; მოვიდეს და მიუთხრეს საქმე იგი ყოველივე უფალსა მათსა.
- 32მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო უკეთურო, ყოველივე იგი თანანადები მიგიტევე, რამეთუ მევედრებოდე მე;
- 33არამე ღირდა შენდაცა შეწყალებად მოყუსისა მის შენისა, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?
- 34და განრისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი მგუემელთა, ვიდრემდის მისცეს ყოველი, რაჲცა თანაედვა მას.
- 35ეგრეცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, არა თუ მიუტეოთ კაცთა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა გულითა თქუენითა.
იტვირთება შემდეგი თავი