მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები

იტვირთება წინა თავი

თავი 19

  1. 1
    და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ სიტყუანი ესე, აღიძრა გალილეაჲთ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა.
  2. 2
    მოსდ{ევ}და მას ერი მრავალი, და განკურნა იგინი მუნ.
  3. 3
    და მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: ჯერ-თუ-არს ვისამე განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლითა მიზეზითა?
  4. 4
    ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავს, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამალად და დედალად შექმნა იგინი? და თქუა:
  5. 5
    ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ და დედაჲ და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე ჴორცად ერთად.
  6. 6
    ამიერითგან არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც, აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაყენებნ.
  7. 7
    . ჰრქუეს მას: ვითარმე უკუე მოსე ამცნო მიცემად წიგნი განსატევებელი და განტევებად?
  8. 8
    ჰრქუა მათ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა დატევებაჲ ცოლთა თქუნთაჲ, ხოლო დასაბამითგან არა ეგრე იყო.
  9. 9
    ამენ გეტყჳ თქუენ: ყოველმან, რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი, თჳნიერად სიძვისა, და ცოლ-იყოს სხუაჲ, მან იმრუშოს; და რომელმან დატევებული ცოლ-იყოს, იგი იმრუშე{ბს}.
  10. 10
    ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესრეთ არს ბრალი კაცი{საჲ} დედაკაცისა თ{ანა}, უმჯობეს არს {არა} სუმაჲ ცოლისაჲ.
  11. 11
    ხოლო მან ჰრქუა მ{ათ}: არა ყოველთა და{ი}ტიიან სიტყუა{ჲ} ესე, არამედ რომელთა მ{ი}ცემულ არს.
  12. 12
    რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი დედისმუცლითგან იშვნეს ეგრეთ; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა საჭურის იქმნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტევდინ.
  13. 13
    მაშინ მოართუეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ და აკურთხნა იგინი. და მოწაფეთა მათ შეჰრისხნეს.
  14. 14
    ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმები ეგე და ნუ აყენებთ მოსლვად ჩემდა, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.
  15. 15
    და დასდვა მათ ჴელი და წარვიდა მიერ.
  16. 16
    და, აჰა, ერთი ვინმე მოუჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარ ქველისმოქმედ, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?
  17. 17
    ხოლო მან ჰრქუა მას: რასა მკითხავ მე ქველისმოქმედებისათჳს? ერთ არს ქველისმოქმედ. უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვად, დაიმარხენ მცნებანი.
  18. 18
    ჰრქუა მას: რომელნი? ჰრქუა მან, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არცა ცილი სწამო.
  19. 19
    თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა, და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
  20. 20
    ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ყოველი ესე დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან; მერმე რაჲღა მაკლს მე?
  21. 21
    ჰრქუა მას იესუ: გნებავს თუ, რაჲთამცა სრულ იყავ, მივედ და განყიდე მონაგები შენი, და მიეც გლახაკთა და მოიღო საფასე ცათა შინა, და მოედ და შემომიდეგ მე.
  22. 22
    ხოლო ესმა რაჲ უკუე ჭაბუკსა მას სიტყუაჲ ესე, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი ფასიერ ფრიად.
  23. 23
    ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.
  24. 24
    მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილესა ზომთსაბლისაჲ ჴურელსა ნემსისასა განსლვაჲ, ვიდრე მდიდრისაჲ შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
  25. 25
    ვითარ ესმა ესე მოწაფეთა მისთა, დაუკჳრდა ფრიად და ეტყოდეს: ვინმე უკუე შეუძლოს ცხორებად?
  26. 26
    მიხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან ესე ვერშესაძლებელ არს, ხოლო ღმრთისაგან ყოველი შესაძლებელ არს.
  27. 27
    მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგითქთ შენ; რაჲმე უკუე ყოფად არს ჩუენდა?
  28. 28
    ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა ზედა დიდებისა მისისათა, დასხდეთ თქუენცა, ათორმეტნი, საყდართა ზედა და გასჯიდეთ ათორმეტთა ნათესავთა ისრაელისათა.
  29. 29
    და ყოველსა, რომელსა დაეტეოს სახლი, ანუ ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკები ჩემისა სახელისათჳს, ასი წილი მოიღოს მან და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს.
  30. 30
    ხოლო მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი წინა.
იტვირთება შემდეგი თავი