მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები

იტვირთება წინა თავი

თავი 20

  1. 1
    რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა მამასახლისსა, რომელ გამოვიდა განთიადითგან დადგინებად მოქმედთა საყურძენსა თჳსსა.
  2. 2
    და აღთქუმა-ყო მოქმედთა მათ მიმართ თითოჲ სტატირი დღისა და მიავლინნა იგინი საყურძენსა თჳსსა.
  3. 3
    და მოვიდა სამ ჟამს ოდენ და იხილნა სხუანი, მდგომარენი სავაჭროსა ზედა ცალიერად,
  4. 4
    და ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა საყურძენსა მას ჩემსა, და რაჲ-იგი ღირდეს, მიგცე თქუენ.
  5. 5
    და იგინი მივიდეს. მერმე გამოვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა, და ყო ეგრევე.
  6. 6
    ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა ვითარ გამოვიდა, პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რასა აქა სდეგით დღე ყოელ ცუდად?
  7. 7
    ჰრქუეს მას, რამეთუ: არავინ დაგჳდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა საყურძენსა მას ჩემსა.
  8. 8
    რაჟამს დამწუხრდა, ჰრქუა უფალმან მან საყურძნისამან ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მოქმედთა მათ და მიეც სასყიდელი მათი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე.
  9. 9
    მო-რაჲ უკუე-ვიდეს მეათერთმეტისა მის ჟამისანი იგი, მიიღეს თითოჲ სატირი.
  10. 10
    და ვითარ მოვიდეს პირველნი იგი, ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ; და მიიღეს თითოჲვე სატირი მათცა.
  11. 11
    და ვითარ მიიღეს, ტრტჳნვიდეს მის მამასახლისისათჳს,
  12. 12
    და ჰრქუეს, ვითარმედ: ამათ უკუანაჲსკნელთა ჟამ ერთ ხოლო ქმნეს და დამასწორენ ჩუენ იგი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხჱ.
  13. 13
    ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არა გეცრუვები შენ, არა სატირი აღგითქუა შენ?
  14. 14
    ხოლო თუ მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ,
  15. 15
    ანუ ვერ ჴელ-მეწიფების, რაჲ-იგი მინდეს ყოფად ჩემსა ზედა? თუალი შენი თუ უკეთურ არს, ხოლო მე უხუ ვარ.
  16. 16
    ესრჱთ იყვნენ უკუანანი წინა, და წინანი უკუანა. რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ.
  17. 17
    და აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ:
  18. 18
    ესერა, ახუალთ იერუსალჱმდ, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილითა.
  19. 19
    და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და გუემად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.
  20. 20
    მაშინ მოვიდა დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძითურთ თჳსით, თავყუანის-სცემდა და ითხოვდა რასმე მისგან.
  21. 21
    ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ხოლო მან ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ძენი ჩემნი, ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სუფევასა შენსა.
  22. 22
    მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა უწყით, რასა ითხოვთ. გიძლავს შესუმად სასუმელისა მის, რომელსა მე შევსუმიდე, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელს-ვიღებდე ნათლის-ღებად? ჰრქუეს მას: გჳძლავს.
  23. 23
    ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა არა ჩემი არს მიცემაჲ, არამედ რომელთათჳს განმზადებულ არს მამისა ჩემისაგან.
  24. 24
    და ვითარ ესმა ათთა მათ, გული განიწყეს ორთა მათ ძმათათჳს.
  25. 25
    ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყით, რამეთუ მთავარნი იგი წარმართთანი ეუფლნიან მათ, და მდიდარნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?
  26. 26
    ხოლო თქუენ შორის არა ეგრე არს, არამედ რომელსა ენებოს თქუენ შორის, რაჲთამცა დიდ იყო, იყავნ იგი თქუენდა მსახურ;
  27. 27
    და რომელსა უნდეს თქუენ შორის, ვითარმცა წინა იყო, იყავნ იგი თქუენდა მონა.
  28. 28
    ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა ჰმსახურა ვინმე, არამედ მსახურებად და მიცემად თავისა თჳსისა საჴსრად მრავალთა წილ.
  29. 29
    და ვითარ გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, შეუდგა მას ერი მრავალი.
  30. 30
    და ორნი ბრმანი სხდეს გზასა თანა. ესმა, რამეთუ იესუ წარმოვალს, ღაღატ-ყვეს და თქუეს: მიწყალენ ჩუენ, იესუ, ძეო დავითისო.
  31. 31
    ხოლო ერმან მან შეჰრისხნა მათ, რაჲთა დადუმნენ. მათ უფროჲს ღაღატ-ყვეს და თქუეს: უფალო, გჳწყალენ ჩუენ, ძეო დავითისო!
  32. 32
    და დადგა იესუ, ჴმა-უყო მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ?
  33. 33
    ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღმეხუნენ ჩუენ თუალნი ჩუენნი.
  34. 34
    შეეწყალნეს იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მუნქუესვე აღეხილნეს და მისდევდეს მას.
იტვირთება შემდეგი თავი