მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1და რაჟამს მიეახლნეს იგინი იერუსალჱმდ, და მოვიდა ბეთბაგედ, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ იესუ წარავლინნა ორნი მოწაფეთა თჳსთაგანნი
- 2და ჰრქუა მათ: მივედით დაბასა იმას, რომელ არს პირსპირ თქუენსა, და მუნქუეს ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ.
- 3და თუ გრქუას რაჲმე ვინმე. თქუენ არქუთ, ვითარმედ: უფალსა მაგისსა უჴმან ეგენი, -- და მუნქუესვე მოავლინნეს იგინი.
- 4ხოლო ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა თქუმული:
- 5არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, ესერა, მეუფჱ შენი მოვალს შენდა, მშჳდ არს და ზე ზის ვირსა და კიცუსა ვირსა.
- 6და წარვიდეს მოწაფენი იგი და ყვეს, ვითარცა უბრძანა მათ იესუ.
- 7და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ, და დაასხეს სამოსელი მას ზედა, და აღჯდა მას.
- 8და სიმრავლე იგი ერისაჲ დაჰფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაჰფენდეს გზასა ზედა.
- 9ხოლო ერი იგი, რომელი წინაუძღოდა და უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდებულ არს ძჱ დავითისი! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა და დიდებულ მაღალთა შინა!
- 10და ვითარ შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ყოველი ქალაქი იგი და იტყოდა: ვინ არს ესე?
- 11ხოლო ერმან მან ჰრქუა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაით.
- 12და შევიდა იესუ ტაძრად და გამოასხა ყოველი მოფარდული და მომსყიდელები ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი თესლისმოფარდულთაჲ დაამჴუა და საჯდომელები, რომელ იყიდდეს ტრედებსა.
- 13და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ თავყუანისაცემელ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
- 14და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა და განკურნნა იგინი.
- 15იხილნეს რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა საკჳრველებანი იგი, რომელ ქმნნა, და ყმები იგი, რომელ ჴმობდა ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: დიდებაჲ ძესა დავითისსა,
- 16გული განიწყეს და ჰრქუეს მას: გესმის, რასა ესენი იტყჳან? {ხოლო} იესუ ჰრქუა მათ: არამე აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?
- 17დაუტევნა იგინი და განვიდ{ა} გარეშე ქალაქ{ს}ა ბეთანია{დ} და იყო მუნ.
- 18განთიად, ვითარ აღმოვიდოდა ქალაქად, შ{ე}ემშია.
- 19და ი{ხ}ილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, და ჰრქუა მას: ნუღარამცა შენგან ნაყოფი გამოვალს უკუნისამდე! და განჴმა მუნქუესვე ლეღჳ იგი.
- 20იხილეს რაჲ მოწაფეთა, დაუკჳრდა და თქუეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ ესე?!
- 21მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ: გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ამის ლეღჳსა{ჲ} ჰქმნეთ, არამედ მთასაცა თუ ამას ჰრქუათ: აღდეგ და შთავარდი ზღუასა! -- იყოს.
- 22და ყოველი, რაჲცა ითხოოთ თაყუანის-ცემასა სარწმუნოებით, მოგეცეს თქუენ.
- 23და ვითარ მოვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას სწავლასა შინა მღდელთმოძღუარნი და მოხუცებულნი ერისანი და ჰრქუეს: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მიგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?
- 24{მ}იუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუა ერთ, და მითხართ მე, და მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.
- 25ნათლის-ცემაჲ იგი იოჰანესი ვინაჲ იყო: ზეცით იყო ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს: ვთქუათ თუ: ზეცით იყო, გურქუას: რად არა გრწმენა მისი?
- 26უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან იყო, გუეშინის ერისაგან, რამეთუ იოვანე ყოველთა წინაწარმეტყუელად აქუს.
- 27და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ჰჳქმ.
- 28რასა ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; და მიუჴდა პირველსა მას და ჰრქუა: შვილო, მივედ დღეს, და იქმოდე საყურძენსა ჩემსა.
- 29ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: მივიდე, უფალო; და არა მივიდა.
- 30და მივიდა ერთისა მის და ჰრქუა ეგრევე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მინებს. მერმეღა შეინანა და მივიდა.
- 31რომელმანმე ორთაგანმან ყო ნებაჲ მამისაჲ? ჰრქუეს მას: უკუანაჲსკნელმან. ჰრქუა მათ იესუ: მართლიად გეტყუ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინაგიძღჳან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.
- 32რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთღა, არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.
- 33სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო მამასახლისი, რომელმან დაასხა ვენაჴი და შეზღუდა იგი, და აღმოთხარა მას შინა ტაგარი, და ქმნა გოდოლი, და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა.
- 34და რაჟამს მოეხო ჟამი ნაყოფისაჲ, მოუვლინნა მონანი თჳსნი მოქმედთა მათ მიღებად ნაყოფისა მისისა.
- 35და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელსამე სცეს, რომელნიმე მოკლნეს, რომელსამე ქვაჲ დაჰკრიბეს.
- 36მერმე მიუვლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი მათსა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.
- 37უკუანაჲსკნელღა მიუვლინა ძე თჳსი და თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისაგან.
- 38ხოლო მოქმედთა მათ ვითარ იხილეს ძჱ იგი მისი, ზრახვა-ყვეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი, მოედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი იგი მისი.
- 39და შეიპყრეს იგი და მოკლეს და განაგდეს გარეშე საყურძენსა მას.
- 40რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი იგი მის საყურძენისაჲ, რაჲმე უყოს მოქმედთა მათ?
- 41ჰრქუეს მას: უკეთურნი იგი უკეთურადცა წარწყმიდნეს და საყურძენი იგი მისცეს სხუათა მოქმედთა, რომელთა მისცოდიან მას ნაყოფი ჟამთა მათთა.
- 42ჰრქუა მათ იესუ: არასადა აღმოგიკითხავს წიგნსა: ესე ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა? უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
- 43ამისთჳს გეტყჳ თქუენ, რამეთუ მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელი იქმოდის ნაყოფთა მისთა.
- 44და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაბნიოს იგი.
- 45და ვითარ ესმა მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავები იგი მისი, გულისჴმა-ყვეს, რაჲსათჳს იტყჳს.
- 46და ეძიებდეს მას შეპყრობად და შეეშინა ერისა მისგან, რამეთუ, ვითარცა წინაწარმეტყუელი, შეერაცხა იგი.
იტვირთება შემდეგი თავი