მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1და მიუგო იესუ მერმე და ჰრქუა მათ იგავით:
- 2მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.
- 3და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწიდ, და არა ინებეს მოსლვად.
- 4მერმე მიუვლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა, ესერა, პური ჩემი დამიმზადებიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დამიკლავს, და ყოველი მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.
- 5ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელნიმე -- თჳსა აგარაკად, რომელნიმე -- ვაჭრობად,
- 6და სხუათა მათ შეიპყრნეს მონანი იგი და მოსრნეს.
- 7ხოლო მეუფჱ იგი განრისხნა და წარავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი მათი დაწუა.
- 8მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იქმნეს.
- 9აწ განვედით განსავალთა ზედა გზათასა და რავდენიცა ჰპოოთ, მოხადეთ ქორწილსა ამას.
- 10და განვიდეს მონანი იგი გზებსა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენიცა პოვეს: ბოროტნიცა და კეთილნიცა, და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.
- 11რაჟამს შევიდა მეუფჱ იგი მოხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელი არა მოსილ იყო სამოსლითა საქორწინითა.
- 12და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარმე შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი ქორწილისაჲ? ხოლო მან პირი დაიკრა.
- 13მაშინ ჰრქუა მეფემან მან მსახურთა: შეუკრენით მაგისნი ფერჴნი და ჴელნი და განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
- 14რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედ არიან რჩეულნი.
- 15მაშინ წარვიდეს ფარისეველნი და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთამცა დაუდგეს მას მახე სიტყჳთა.
- 16და მოუვლინნეს მას მოწაფენი იგი მათნი ჰეროდიანელთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტებით ასწავებ, და არაჲ გჭირს შენ არავისთჳს, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა.
- 17აწ მარქუ ჩუენ: ვითარ ჯერ-გიჩს: წეს არს ხარკისა მიცემაჲ კეისრისა ანუ არა?
- 18ვითარ გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ იგი მათი, ჰრქუა: რასა გამომცდით მე, მზაკუვარნო?
- 19მიჩუენეთღა მე დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.
- 20და ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ესე ხატი და გარემოჲსწერილი?
- 21ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ: მიეცით აწ კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
- 22და ვითარ ესმა ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი, და წარვიდეს.
- 23მას დღესა შინა მოუჴდეს სადუკეველნი, რომელთა თქჳან, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხვიდეს მას
- 24და ჰრქუეს: მოძღუარ, მოსე თქუა: მო-თუ ვინმე-კუდეს უშვილოჲ, ესიძენ მას ძმაჲ მისი ცოლსა მას მისსა ზედა და აღუდგინენ თესლი ძმასა მას თჳსსა.
- 25აწ იყვნეს ჩუენ თანა შჳდ ძმა. და პირველი იგი ქმარი მოკუდა და არა ესუა მას შვილ, დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა.
- 26ეგრეცა მეორემან და მესამემან მიმეშჳდემდე.
- 27უკუანაჲსკნელღა ყოველთა მოკუდა დედაკაცი იგი.
- 28აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა, რომლისა შჳდთა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ ყოველთა მათ ესუა იგი?
- 29მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთ{ე}ბით და არა იცით წიგნი და არცაღა ძალი ღ{მრთისაჲ},
- 30რამეთუ აღდგომასა მა{ს} არცა ცოლს ისხმიდენ, არცა ქმრის-ვიდ{ო}დიან, არამედ, ვ{ითარცა} {ა}ნგელოზნი, იყვნენ ცათა შინა.
- 31მკუდართა აღდგომისათჳს არა აღმოგიკითხავს თქუმული იგი თქუენდა მომართ ღმრთისა მიერ, რომელ თქუა:
- 32{მ}ე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? {ა}რა არს ღმერთი ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოელთაჲ.
- 33და ვითარ ესმა ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.
- 34ხოლო ფარისეველთა, ვითარ ესმა, რამეთუ პირი დაუყო სადუკეველთა, შეკრბეს ერთად.
- 35და ჰკითხა ერთმან მან მათგანმან შჯულისმდებელმან გამოცდით:
- 36მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უდიდე{ს} არს შჯულსა შინა?
- 37ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
- 38ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.
- 39ხოლო მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
- 40ამათ ორთა მცნებათა შინა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოაბენ.
- 41კრებულ იყვნეს ყოველნი იგი ფარისეველნი. ჰკითხა მათ იესუ
- 42და ჰრქუა: რასა ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს? ვისი ძე არს? ჰრქუეს მას: დავითისი.
- 43ჰრქუა მათ: ვითარმე უკუე დავით სულითა უფლით ხადის და იტყჳს:
- 44ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?
- 45უკუეთუ დავით უფლით ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?
- 46და ვერვინ შემძლებელ იყო მიგებად მისა, არცა იკადრა ვინ მიერითგან კითხვად მისა არღარა.
იტვირთება შემდეგი თავი