მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები

იტვირთება წინა თავი

თავი 23

  1. 1
    მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა
  2. 2
    და ჰრქუა: საყდართა ზედა მოსესთა დასხდომილ არიან მწიგნობარნი და ფარისეველნი.
  3. 3
    ყოველი, რაჲცა გრქუან თქუენ, ჰყოფდით და იმარხევდით, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.
  4. 4
    შეკრიან ტჳრთები მძიმე და ძნიად სატჳრთველი და დასდვიან ბეჭთა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა ჰნებავნ შეძრვად იგი.
  5. 5
    ყოველთა საქმეთა მათთა იქმედ სახილველად კაცთა: ფართო იყვნიან სამოსელნი მათნი და განიგრძვიან ფესუები მათი.
  6. 6
    უყუარნ მათ მჴნისთაობაჲ ტაძრობასა და ზეშთაჯდომაჲ შესაკრებელთა შინა
  7. 7
    და მოკითხვაჲ უბნებსა ზედა და რქუმად მათდა კაცთაგან: მოძღუარ!
  8. 8
    ხოლო თქუენ ნუ ჰირქუამთ თავთა თქუენთა მოძღუარს, რამეთუ ერთ არს თქუენი მოძღუარი, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.
  9. 9
    და მამად თქუენდა ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთ არს მამაჲ თქუენი ზეცათაჲ.
  10. 10
    და მოძღუარს ნუ ირქუამთ თავთა თქუენთა, რამეთუ ერთ არს მოძღუარი თქუენი ქრისტჱ.
  11. 11
    და რომელი დიდ იყოს თქუენ შორის, იყავნ იგი თქუენდა მსახურ.
  12. 12
    რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
  13. 13
    ხოლო ვაჲ თქუენდა, მწიგნობართა და თარგმანთა ორგულთა, რამეთუ დაჰჴსავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ არა შეხუალთ და არცა შემავალთა უტევებთ შესლვად.
  14. 14
    0
  15. 15
    ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მოჰვლით ზღუასა და ჴმელსა, რაჲთამცა მოაქციეთ ვინმე ერთი; და რაჟამს მოიქცის, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიაჲს ორწილ თქუენსა.
  16. 16
    ვაჲ თქუენდა, მწიგნობართა ბრმათა, რამეთუ სთქჳთ: რომელმან ფუცოს ტაძარსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცო{ს} ოქროსა მას, რომელ არს ტაძარსა მას შინა, ჯე{რ}-არს.
  17. 17
    ცოფნო და ბრმანო, რაჲ უდიდეს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი იგი, რომელი განსწმედს ოქროსა მას?
  18. 18
    და რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესა{ი}რავსა მას, რომელ არს მას ზედა, ჯერ-არს.
  19. 19
    ცოფნო და ბრმანო, რაჲ უფრო არს: შესაწირავი იგი, ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას?
  20. 20
    აწ, რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცის მას და ყოველსა, რომელ არნ მას ზედა.
  21. 21
    და რომელმან ფუცის ტაძარსა, ფუცის მას და რომელი მყოფ არნ მას შინა.
  22. 22
    და რომელმან ფუცის ცასა, ფუცის საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.
  23. 23
    ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მოიათევსით პიტნაკისაჲ, ცერეცოჲსაჲ და ძირაკისაჲ და დაგიტევებიეს უმჯობესი სჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე გიღირდა ყოფად, და იგი -- არადატევებად.
  24. 24
    წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ კურნაქსა და აქლემსა შთანსთქამთ!
  25. 25
    ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმლისასა და პარაფსიტისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.
  26. 26
    ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმლისაჲ მის, რაჲთა იყოს გარეშეცა მისი წმიდა.
  27. 27
    ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ სამარეთა განგლორწნილთა, რომელნი-იგი გარეშე შუენიერ ჩანან, ხოლო შინაგან სავსე არიან ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.
  28. 28
    ეგრეცა თქუენ გარეშე უჩთ კაცთა მმარხველ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ზაკუვითა და უშჯულოებითა.
  29. 29
    ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ თქუენ საფლავებსა მას წინაწარმეტყუელთასა, და განაშუენებთ სამარებსა მას მართალთასა.
  30. 30
    და სთქუთ: ვიყვენით თუმცა ჩუენ დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ზიარ ვიყვენით მათ თანა სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.
  31. 31
    აწ თქუენვე ეწამებით თავთა თქუენთა, რამეთუ ნაშობნი ხართ, რომელთა მოწყჳდნეს წინაჲსწარმეტყუელნი.
  32. 32
    და თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.
  33. 33
    გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმე განერნეთ სასჯელსა გეჰენიაჲსასა?
  34. 34
    ამისთჳს, აჰა, ესერა, მივავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი და ბრძენნი მწიგნობარნი, მათგანნი მოწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი ჰგუემნეთ შესაკრებელთა შინა თქუენთა და სდევნეთ ქალაქითი ქალაქად,
  35. 35
    რაჲთა მოვიდეს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა სისხლითგან აბელის მართლისაჲთ მისისხლამდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისი, რომელი-იგი მოჰკალთ შორის ტაძრისა მის და საკურთხევლისა.
  36. 36
    მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
  37. 37
    იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოციქულთა შენთა, რაოდენგზის მინდა შეკრებაჲ ნაშობთა შენთაჲ, ვითარცა ქათამმან შეიკრიბნის მართუენი ქუეშე ფრთეთა, და თქუენ არა ინებეთ!
  38. 38
    აჰა, ეგერა, დაგშდების თქუენ სახლი თქუენი ოჴერი.
  39. 39
    ხოლო გეტყჳ თქუენ: ვერღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდის არა სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
იტვირთება შემდეგი თავი