მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1და გამოვიდა იესუ ტაძრით და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსნი ჩუენებად მისა ნაქმნევისა მის ტაძრისაჲსა.
- 2ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთა ამას ყოელსა? მართლიად გეტყუ თქუენ: არა დაშდეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელ არა დაირღუეს.
- 3ჯდა რაჲ იგი მთასა მას ზედა ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მარქუ ჩუენ: ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ სასწაული იყოს შენისა მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?
- 4მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: იგულეთ, ნუვინ გაცთუნნეს თქუენ,
- 5რამეთუ მრავალნი მოვიდენ სახელითა ჩემითა და იტყოდიან: მე ვარ ქრისტე, და მრავალნი აცთუნნენ.
- 6ხოლო გესმოდიანღა ბრძოლანი და ჴმაჲ წყობათაჲ, ეკრძალენით, ნუ აღტყდებით, რამეთუ ყოფად არს ესე ყოველი, ხოლო აღსასრული არღა იყოს.
- 7რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და წყუედანი და ძრვანი ადგილ-ადგიდ.
- 8ხოლო ესე ყოველი იყოს დასაბამი სალმობათაჲ.
- 9მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ მოძულებულ ყოველთაგან ნათესავთა სახელისა ჩემისათჳს.
- 10და მაშინ ცთენ მრავალნი და ურთიერთას არდაბაგებდენ და იძულებდენ ურთიერთას.
- 11და მრავალნი ცრუწინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნნენ მრავალნი.
- 12და განმრავლებისათჳს უსჯულოებისაჲსა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ.
- 13ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.
- 14და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა ნათესავთა, და მაშინღა იყოს აღსასრული.
- 15ხოლო რაჟამს იხილოთ ბილწი იგი ოჴრებისაჲ, რომელ თქუმულ არს დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაგან, მდგომარე ადგილსა მას წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ჰყოფდინ.
- 16მაშინ ჰურიასტანისანი ივლტოდედ მთად;
- 17და რომელნი ერდოებსა ზედა იყვნენ, ნუ გარდამოვლენან აღღებად რაჲსმე სახლისაგან თჳსისა;
- 18და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუმოიქცევინ უკუმომართ აღებად სამოსლისა თჳსისა.
- 19ხოლო ვაჲ მუცელქმნულთა მათ და მაწოვნებელთა მათ დღეთა შინა!
- 20ხოლო ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა, ნუცა შაფათსა.
- 21რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელ არა ყოფილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ მოაქამდე, არცაღა იყოს.
- 22და არა თუმცა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი; ხოლო რჩეულთათჳს შემოკლდენ დღენი იგი.
- 23მაშინ თუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, ესერა, არს ქრისტე -- ანუ: ეგერა, -- ნუ გრწამნ.
- 24რამეთუ აღდგენ ცრუწინაწარმეტყუელნი და სცენ სასწაულებ დიდ და ნიშებ, რაჲთამცა აცთუნნეს, შე-თუმცა-უძლეს, რჩეულთაცა.
- 25აჰა, ესერა, წინაჲსწარ გარქუ თქუენ.
- 26უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა, ესერა, საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ.
- 27რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისაღმოსავალთა და ბრწყინავნ დასავალამდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
- 28რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.
- 29მუნქუესვე შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზჱ დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი გარდამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.
- 30და მაშინ გამოჩნდეს ნიში იგი ძისა კაცისაჲ ზეცას, და ეტყებდენ ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღ{რ}უბელთა ზედა ც{ი}სათა ძალითა დ{ა} დიდებითა დიდითა.
- 31და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი ნესტჳთა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნ[ი] თჳსნი ოთხთაგ{ან} ქართა კიდითგ{ან} ცათაჲთ კიდე{მ}დე მათა.
- 32ხოლო ლეღ{ჳ}საგან ცანთ იგ{ა}ვი ესე: რამეთუ რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳიან და ფურცელი გამობუტკოინ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არნ არჱ.
- 33ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.
- 34მართლიად გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.
- 35ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ.
- 36ხოლო დღჱ იგი და ჟამი არავინ უწყის; არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, გარნა მამამან ხოლო მარტომან.
- 37ვითარცა-იგი დღენი ნოესნი, ეგრე იყოს მოსლვაჲ იგი ძისა კაცისაჲ.
- 38რამეთუ ვითარცა იყვნე{ს} დღეთა მათ რღუნისწინათა: ჭამდ{ეს} და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს მი-მუნ-დღედმდე, რომელსა შევიდა ნოვე კიდობნად.
- 39და არა უწყოდეს, ვიდრემდე მოიწია რღუნაჲ იგი და წარიხუნა ყოველნი. ეგრე იყოს მოსლვაჲ იგი ძისა კაცისაჲ.
- 40მაშინ ორნი იყვნენ აგარაკსა შინა: ერთი წარიყვანონ და ერთი დაუტეონ.
- 41ორნი ფქვიდენ ფქვილთა: ერთი წარიყვანონ და ერთი დაუტეონ.
- 42მღჳძარე იყვენით, რამეთუ არა უწყით, რომელსა დღესა უფალი იგი თქუენი მოვიდეს.
- 43იგი უწყოდეთ, რამეთუ უწყოდა თუმცა მამასახლი{ს}მან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვიდოდა, არამცა უფლო დათხრად სახლისა თჳსისა.
- 44ამისთჳს თქუენცა მზა იყვენით, რამეთუ რომელსა არა ჰგონებდეთ ჟამსა, ძე კაცისაჲ მოვიდეს.
- 45{ვ}ინმე უკუე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და გონიერი, რომელ დაადგინა უფალმან ეზოსა თჳსსა ზედა მიცემად როჭიკისა მათა ჟამსა.
- 46ნეტარ იყოს მონაჲ იგი, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.
- 47მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველსა ზედა დაადგინოს იგი.
- 48უკუეთუ თქუას უკეთურმან მან მონამან გულსა შიდა თჳსსა: ყოვნოს უფალმან ჩემმან მოსლვაჲ
- 49და იწყოს გუემად მონა-მოყუასთა მათ თჳსთა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,
- 50მოვიდეს უფალი იგი მის მონისაჲ დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის,
- 51და განკუეთოს იგი და ნაწილი მისი ორგულთა თანა დადვას. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
იტვირთება შემდეგი თავი