მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები

იტვირთება წინა თავი

თავი 25

  1. 1
    მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა მოიხუნეს სანთელნი მათნი და გამოვიდეს წინამიგებებად სიძისა.
  2. 2
    ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელ და ხუთნი -- ბრძენ.
  3. 3
    სულელთა მათ რა აღიხუნეს სანთელნი მათნი, არა აიღეს მათ თანა ზეთი.
  4. 4
    ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი საზეთითა მათითა სანთელთა მათთა თანა.
  5. 5
    და ვითარ ყოვნიდა სიძე იგი, მიერულა ყოველთა და დაიძინეს.
  6. 6
    შუვაღამეს ოდენ ჴმა იყო: აჰა, ესერა, სიძჱ, გამოედით და მიეგებვოდეთ მას!
  7. 7
    მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი იგი მათნი.
  8. 8
    ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენცა ზეთი ზეთისა მაგის თქუენისაჲ, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაგჳშრტებიან.
  9. 9
    მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ; მივედით მოფარდულთა და იყიდეთ თქუენდა.
  10. 10
    მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და მზანი იგი შევიდეს მის თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი.
  11. 11
    უკუანაჲსკნელ მოვიდეს სხუანი იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ!
  12. 12
    ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ.
  13. 13
    აწ მღჳძარე იყვენით, რამეთუ არა უწყით დღე იგი, არცა ჟამი.
  14. 14
    ვითარცა კაცსაღა ეგულებინ გზად სლვად, მოუწოდა თჳსთა მონათა და მისცა მათ ნაყოფი თჳსი;
  15. 15
    და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი, და რომელსამე -- ორი, და რომელსამე -- ერთი, თითოეულსა მსგავსად თჳსისა ძალისა, და წარვიდა.
  16. 16
    მუნქუესვე წარვიდა, რომელმან ხუთი ქანქარი მიიღო, იქმოდა მას და შესძინა სხუაჲ ხუთი.
  17. 17
    ეგრეცა, რომელმან ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი.
  18. 18
    ხოლო რომელმან ერთი იგი მიიღო, წარვიდა და აღმოთხარა ქუეყანაჲ და დამალა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ.
  19. 19
    შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი მათ მონათაჲ და ყო სიტყუა მათ თანა.
  20. 20
    და მოვიდა, რომელსა ხუთი ქანქარი მიეღო, მოართუა მას სხუაჲ ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა, ესერა, სხუაჲ ხუთი ქანქარი შევსძინე.
  21. 21
    ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
  22. 22
    წარდგა, რომელსა-იგი ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც, აჰა, ორი სხუაჲ ქანქარი შევსძინე.
  23. 23
    ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ შენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
  24. 24
    წარმოდგა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და თქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელ კაც ხარ შენ: მოიმკი, სადა არა სთესი, და შეიკრიბი, რომელ არა განგიბნევიან.
  25. 25
    და შემეშინა, მივედ და დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა, შენ თანა არს შენი.
  26. 26
    მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: უკეთურო მონაო და მედგარო, უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიენ,
  27. 27
    გიღირდა ვეცხლი იგი ჩემი მიცემად ვაჭართა, და მო-მცა-ვედ მე და მო-მცა-ვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ.
  28. 28
    აწ მოუღეთ მას ქანქარი იგი და მიეცით, რომელსა აქუს ათი ქანქარი!
  29. 29
    რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, ხოლო რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა იგი აქუნდეს, მი-ვე-ეღოს მისგან.
  30. 30
    და მონაჲ იგი უჴმარი განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
  31. 31
    რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა და ყოველნი ანგელოზნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა მისისათა;
  32. 32
    და შეკრიბნეს წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა მწყემსმანღა განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან.
  33. 33
    და დაადგინნის ცხოვარნი იგი მარჯუენით მისსა, ხოლო თიკანნი -- მარცხენით.
  34. 34
    მაშინ ჰრქუას მეუფემან მან მარჯუენითკერძოთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ, რომელი-იგი განმზადებულ არს თქუენთჳს სასუფეველი დაბადებითგან სოფლისაჲთ.
  35. 35
    რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;
  36. 36
    შიშუელ ჰჳყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ჰჳყავ, და მოხუედით ჩემდა.
  37. 37
    მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი, და გასუთ შენ?
  38. 38
    ანუ ოდეს გიხილეთ შენ უცხოჲ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ?
  39. 39
    ოდეს სადა გიხილეთ სნეული, ანუ საპყრობილეს შინა და მოვედით შენდა?
  40. 40
    მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ: რაოდენი-რაჲ უყავთ ერთსა ამას ძმათა ჩემთა მცირედთაგანსა, მე მიყავთ.
  41. 41
    მაშინ ჰრქუას მარცხენითკერძოთაცა მათ: წარგუალეთ ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისა და მსახურთა მისთა,
  42. 42
    რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;
  43. 43
    უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და საპყრობილეს შინა ვიყავ, და არა მოხუედით.
  44. 44
    მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოჲ, ანუ შიშუელი, ანუ სნეული, ანუ საპყრობილესა შინა და არა გმსახურეთ შენ?
  45. 45
    მიუგოს მათ და ჰრქუას: მართლიად გეტყჳ თქუენ: სადა არა უყავთ ერთსა ამათ მცირედთაგანსა, არცა მე მიყავთ.
  46. 46
    და მივიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი -- ცხორებასა საუკუნესა.
იტვირთება შემდეგი თავი