მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები

იტვირთება წინა თავი

თავი 26

  1. 1
    და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
  2. 2
    უწყით, რამეთუ ორისა დღისა შემდგომად ზატიკი ყოფად არს, და ძჱ კაცისაჲ მიცემად არს ჯუარ-ცუმად.
  3. 3
    მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას მღდელთმოძღურისასა, რომელსა ერქუა კაჲაფა,
  4. 4
    და ზრახვა-ყვეს, რაჲთამცა იესუ ზაკუვით შეიპყრეს და მოკლეს.
  5. 5
    და იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა შინა, რაჲთა არა ამბოხება იყოს შორის ერსა.
  6. 6
    ხოლო იესუ, ვითარ იყო ბეთანიას სახლსა სიმონისსა, განბოკლებულისასა,
  7. 7
    მოუჴდა მას დედაკაცი, რომელსა აქუნდა შიშითა ნელსაცხებელი დიდისსასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა ზედა მისსა, ვითარ ინაჴ-ედგა მას.
  8. 8
    იხილეს რაჲ მოწაფეთა, გული განუწყრა და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ამის ნელსაცხებელისაჲ?
  9. 9
    რამეთუ ღირდა განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა.
  10. 10
    ხოლო ვითარ აგრძნა იესუ, ჰრქუა მათ: რაჲსათჳს დააშრობთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ:
  11. 11
    გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
  12. 12
    რამეთუ დამასხა მე ამან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა ზედა, სამკუდროჲს-შემოსისა ჩემისათჳს მიყო მე.
  13. 13
    ხოლო მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოელსა სოფელსა, ითქუას, რომელ-ესე ყო ამანცა, საჴსენებელად მაგისა.
  14. 14
    მაშინ მივიდა ერთი ათორმეტთაგანი, რომელსა სახელი ერქუა იუდა სკარიოტელი, მღდელთმოძღუართა მათ
  15. 15
    და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი თქუენ? და მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი.
  16. 16
    და მიერითგან ეძიებდა განმარჯუებულსა ჟამსა, რაჲთამცა მისცა იგი მათ.
  17. 17
    ხოლო პირველსა მას ბალარჯობასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს: სადა გნებავს, დაგიმზადოთ შენ ჭამად ზატიკი ესე?
  18. 18
    და მან ჰრქუა მათ: მივედით ვისამე ქალაქად და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო ზატიკი ესე მოწფითურთ ჩემით.
  19. 19
    და ყვეს ეგრე მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და დაუმზადეს მას ზატიკი იგი.
  20. 20
    და ვითარ დამწუხრდა, ინაჴ-იდგა ათორმეტთა მოწაფეთა თანა.
  21. 21
    და ვითარ ჭამდეს იგინი, ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
  22. 22
    და დაწუხნეს ფრიად და იწყეს სიტყუად თითოეულად: ნუმცა მე ვარ, უფალო?
  23. 23
    ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: რომელმან შთამოყოს ჴელი ჩემ თანა პინაკსა, ამან მიმცეს მე.
  24. 24
    ძჱ სამე კაცისაჲ მივიდეს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ მას კაცსა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის. კეთილმცა ყოფილ იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.
  25. 25
    მიუგო იუდა, რომელ მიცემად ვიდოდა მას, და ჰრქუა: ნუმცა მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას: შენ სთქუ.
  26. 26
    და იგინი ვითარ ჭამდეს, მოიღო იესუ პური და აკურთხა, განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მიიღეთ, ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი!
  27. 27
    და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგან ყოველთა,
  28. 28
    რამეთუ ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, რომელ მრავალთათჳს დაითხევის მისატევებელად ცოდვათა.
  29. 29
    ხოლო გეტყუ თქუენ: არღარა ვსუა ამიერითგან ამის ნაყოფისაგანი ვენაჴისაჲ მი-მუნ--დღემდე, რაჟამს ვსუა ეგე თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.
  30. 30
    და გალობით გამოვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
  31. 31
    მიუგო მაშინ იესუ და ჰრქუა მათ: ყოველნივე დაჰბრკოლდეთ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსანი.
  32. 32
    ხოლო რაჟამს აღვდგე, წარგიძღუე თქუენ გალილეად.
  33. 33
    მიუგო პეტრე და ჰრქუა: ყოველნი თუ დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ.
  34. 34
    ჰრქუა მას იესუ: მართლიად გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმის-ყივიდმდე, სამგზის უვარ-მყო მ{ე}.
  35. 35
    ჰრქუა მას პეტრე: სიკუდილიღა თუ შემხუედეს შენ თანა, არავე უვარ-გყო შენ. ეგრეცა ყოველთა მოწაფეთა თქუეს.
  36. 36
    მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა დაბასა, რომელსა სახელი ერქუა გესემანი, და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: დასხედით მანდა, ვიდრემდის მივიდე და თაყუანის-ვსცე.
  37. 37
    და წარიყვანა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი, იწყო ზრუნვად და ურვად.
  38. 38
    მაშინ ჰრქუა მათ: შეჭუვნებულ არს სული ჩემი მისიკუდიდმდე; მელოდეთ მე აქა და მღჳძარე იყვენით ჩემ თანა.
  39. 39
    და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, მარჯუე თუ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
  40. 40
    და მოვიდა მოწაფეთა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ეგოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ ღჳძებად ჩემ თანა.
  41. 41
    იღჳძებდით და თაყუანის-სცემდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი -- უძლურ.
  42. 42
    მერმე მეორედ მივიდა, თაყუანის-სცა და თქუა: მამაო ჩემო, ვერ თუ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსუ, იყავნ ნებაჲ შენი.
  43. 43
    და მოვიდა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.
  44. 44
    და დაუტევნა იგინი და მივიდა, თაყუანის-სცა მესამედ, იგივე სიტყუაჲ თქუა მერმე.
  45. 45
    მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა, ესერა, მოიწია ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.
  46. 46
    აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. აჰა, ესერა, მოწევნულ არს მიმცემელი იგი ჩემი.
  47. 47
    და ვიდრე იგი ამას იტყოდა, აჰა, იუდა, ერთი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლოსანნი და წათოსანნი მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.
  48. 48
    ხოლო მიმცემელმან მან მისმან მისცა მათ სასწაული და ჰრქუა: რომელსაცა ამბორს-უყო, იგი არს. შეიპყართ იგი!
  49. 49
    და მუნქუესვე მოუჴდა და ჰრქუა იესუს: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-უყო.
  50. 50
    ხოლო იესუ ჰრქუა მას: მოყუასო, რომლისათჳს მოსრულ ხარ? მაშინ მიუჴდეს და შეასხნეს ჴელნი იესუს და შეიპყრეს იგი.
  51. 51
    და ერთმან ვინმე იესუსთანამან მიყო ჴელი, აღმოიჴადა მახჳლი თჳსი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური.
  52. 52
    მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ეგე ადგილადვე თჳსა, რამეთუ ყოველმან, რომელმან აღიღოს მახჳლი, მახჳლითაცა მოწყდეს.
  53. 53
    ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ შემძლებელ ვარ ვედრებად მამისა ჩემისა, და დამიდგინოს მე აწ აქა უფროჲს ათორმეტი დასი ანგელოზთაჲ?
  54. 54
    და ვითარმე აღესრულოს წიგნები იგი, რამეთუ ესრე ჯერ-არს ყოფად?
  55. 55
    მას ჟამსა შინა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათითა შეპყრობად ჩემდა; მარადღე ტაძარსა მას შინა ვჯედ თქუენ თანა და გასწავებდი, და არა შემიპყართ მე.
  56. 56
    ხოლო ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულოს წიგნები იგი წინაწარმეტყუელთაჲ. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.
  57. 57
    ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაჲაფაჲს მღდელთმოძღურისა, სადა მღდელთმოძღუარნი და მოხუცებულნი შეკრებულ იყვნეს.
  58. 58
    ხოლო პეტრე მისდევდა მას შორს ეზოდ მღდელთმოძღურისა და შევიდა შინა, დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.
  59. 59
    და მღდელთმოძღუარნი იგი და ყოველი იგი კრებული ეძიებდეს ცრუჲს-წამებასა იესუსთჳს, რაჲთამცა მოაკუდინეს იგი,
  60. 60
    და არა პოეს. და მრავალნი მოვიდეს ცრუმოწამენი. უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი
  61. 61
    და თქუეს: ამან თქუა: შემძლებელ ვარ დარღუევად ტაძრისა მის ღმრთისაჲსა და მესამესა დღესა აღშენებად.
  62. 62
    აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არას მიუგებ, რასა ესენი გასმენენ შენ?
  63. 63
    ხოლო იესუ დუმნა. და მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოელისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა?
  64. 64
    ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ თქუენ ძე კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
  65. 65
    მაშინ მღდელთმოძღუარმან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ბასრობს; რაჲსაღა გჳჴმს მოწამე? ეგერა, აწ გესმა ბასრობაჲ იგი მისი.
  66. 66
    რაჲ ჯერ-გიჩს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და თქუეს: სიკუდილის თანამდებ არს.
  67. 67
    მაშინ ნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴჳრთითა ჰცემდეს, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს
  68. 68
    და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ.
  69. 69
    ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა მას. და მიუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა: შენცა იყავ იესუს თანა, გალილეველისა.
  70. 70
    მან უვარ-ყო წინაშე ყოვლისა და თქუა: არა უწყი, რასა იტყჳ.
  71. 71
    და ვითარ გამოვიდა იგი ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მათ, რომელნი მუნ დგეს: ესე იესუს თანა იყო, ნაზორეველისა.
  72. 72
    და კუალად უვარ-ყო ფიცით, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.
  73. 73
    და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს, რომელნი დგეს მუნ, და ჰრქუეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი საცნაურ-გყოფს შენ.
  74. 74
    მაშინ იწყო წყევად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე. -- და მუნქუესვე ქათამი ყივა.
  75. 75
    და მოეჴსენა სიტყუაჲ იგი იესუსი, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: ვიდრე ქათმის-ყივილამდე სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.
იტვირთება შემდეგი თავი