მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 27
- 1და ვითარ განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთმოძღუართა და ხუცესთა ერისათა იესუსთჳს, რაჲთამცა მოაკუდინეს იგი.
- 2და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს პილატეს ბჭესა.
- 3მაშინ იხილა იუდა, მიმცემელმან მისმან, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და უკუნსცა ვეცხლი იგი მღდელთმოძღუართა და მოხუცებულთა.
- 4და ჰრქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი.
- 5და დააგდო ვეცხლი იგი ტაძარსა მას და მივიდა და შიშუდილ-იბა.
- 6ხოლო მღდელთმოძღუართა მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ღირს ესე დადებად საფასეთა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.
- 7ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მით აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.
- 8ამისთჳს ერქუა აგარაკსა მას აგარაკ სისხლის მოდღენდელად დღემდის.
- 9მაშინ აღესრულა სიტყუაჲ იგი იერემია წინაწარმეტყუელისა თქუმული: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ, რომელ-იგი სასყიდლის-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.
- 10და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა{ჲ}სა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
- 11ხოლო იესუ წ{ა}რდგა წინაშე მის ბჭისა. ჰკითხვიდა მას და ჰრქუა: შენ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ.
- 12და ვითარ ასმენდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი, არას მიუგებდა იგი.
- 13მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმის, რაოდენსა ესენი შეგწამებენ შენ?
- 14და არა მიუგო მას არცა ერთსა სიტყუასა, ვითარმედ დაუკჳრდებოდა ბჭესა მასცა ფრიად.
- 15ხოლო დღესასწაულად-დღესასწაულად ჩუეულ იყო ბჭე იგი მიტევებად ერთისა პყრობილისა ერსა მას, რომელცა ჰნებავნ.
- 16პყრობილ ვინმე იყო მაშინ წარჩინებული, რომელსა ერქუა ბარაბა.
- 17და ვითარცა შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: რომელი გნებავს, ორთაგანი მიგიტევო თქუენ: ბარაბაჲ, ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?
- 18უწყოდა, რამეთუ შურობით მიეცა იგი.
- 19და ვითარ ჯდა იგი საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან თჳსმან და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და მაგის მართლისაჲ? რამეთუ მრავალი ჭირი შემხუედა მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს.
- 20ხოლო მღდელთმოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა მოითხოონ ბარაბა და იესუ წარწყმიდონ.
- 21მიუგო მსაჯულმან მან და ჰრქუა მათ: რომელი გნებავს ორთაგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ თქუეს: ბარაბა.
- 22ხოლო ჰრქუა მათ პილატე: აწ უკუე რაჲ ვყო იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას: ჯუარს-ეცუნ.
- 23ხოლო მან ჰრქუა: რაჲ ძჳრი უქმნიეს? იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცუნ.
- 24იხილა რაჲ პილატე, რამეთუ არას არგებდა, არამედ უფროჲსი ამბოხი იქმნებოდა, მოიღო წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამის მართლისაჲსა, თქუენ იგულეთ.
- 25და მიუგო ყოველმან ერმან და თქუა: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და ჩუენთა შვილთა ზედა.
- 26მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუ გუემა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.
- 27მაშინ ერისა კაცთა მათ ბჭისათა წარიყვანეს იესუ ურაკპარაკად და შეკრიბეს მის ზედა ყოველი ნათესავი იგი.
- 28და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას.
- 29და შექმნეს გჳრგჳნი ეკლისაჲ და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მარჯუენესა ჴელსა მისსა, და მუჴლნი დაიდგნიან წინაშე მისსა და ეკიცხევედ მას და ეტყჳედ: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
- 30და ჰნერწყჳდეს მას და მოიღიან ლერწამი იგი და სცემედ თავსა მისსა.
- 31და რაჟამს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და მიიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად.
- 32და ვითარ გამოვიდოდეს, პოეს კაცი კჳრინელი, რომელსა სახელი ერქუა სიმონ. ესე წარიქციეს, რაჲთა აღიკიდოს ჯუარი მისი.
- 33და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა სახელი ერქუა გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი.
- 34და მისცეს მას სუმად ღჳნოჲ ნავღელრეული. და ვითარ გემოჲ იხილა, არა უნდა სუმად.
- 35ხოლო ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი წილით, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაწარმეტყუელისაჲ: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა წილ-იგდეს.
- 36და სხდეს მუნ და სცვიდეს.
- 37და დადვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი, ვითარმედ: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ.
- 38მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი -- მარჯუენით მისა და ერთი -- მარცხენით.
- 39ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰბასრობდეს მას და ხრიდეს თავსა მათსა
- 40და ეტყოდეს: ჵ, რომელი დაარღუევდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ მას, განარინე თავი შენი; ძე თუ ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ ჯუარით!
- 41ეგრეცა მღდელთმოძღუარნი იგი ეკიცხევდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და იტყოდეს:
- 42სხუანი აცხოვნნა, თავისა თჳსისაჲ ვერ უძლოს ცხოვნებად. უკუეთუ მეუფე ჰურიათაჲ არს, გარდამოჴედინ აწ ჯუარით, და გურწმენეს იგი.
- 43რამეთუ ესვიდა ღმერთსა, აწ იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარ.
- 44ეგრეცა ავაზაკნი იგი, რომელ ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა, აყუედრებდეს მას.
- 45და მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველსა ქუეყანასა ზედა მი-ცხრა ჟამამდე.
- 46და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ჱლი, ჱლი! ლამა საბაკთანი? ესე არს: ღმერთო, ღმერთო ჩემო! რად დამაგდებ მე?
- 47და რომელთა ესმა, იტყოდეს: აჰა, ელიას უჴმობს ესე.
- 48და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი, აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას.
- 49ხოლო სხუანი ეტყოდეს: აცადეთ, ვიხილოთ, მო-ძი-ვიდეს ელია განრინებად მაგისა.
- 50ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და აღმოუტევა სული.
- 51და, აჰა, კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო ორგან ზენაჲთგან მი-ქუენამდე, და ქუეყანაჲ შეიძრა, და ლოდნი განსთქდეს.
- 52და სამარენი აეხუნეს, და მრავალნი ჴორცნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს,
- 53და გამოვიდეს სამარით და შემდგომად აღდგომისა მისისა შევიდეს წმიდასა ქალაქსა და ეჩუენნეს მრავალთა.
- 54ხოლო ასისთავმან მან, და რომელნი სცვიდეს მის თანა იესუს, ვითარ იხილეს ძრვაჲ იგი, და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და თქუეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.
- 55და იყვნეს მუნ დედანი მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი-იგი მოსდევდეს იესუს გალილეაჲთ მსახურებად მისა,
- 56რომელ იყო მარიამ მაგდანელელი და მარიამ იაკობისი და იოსეფის დედაჲ, და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ.
- 57და ვითარ დამწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, რომელსა სახელი ერქუა იოსებ, რამეთუ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუსა.
- 58ესე მიუჴდა პილატეს და მოჰსთხოვნა ჴორცნი იგი იესუსნი. მაშინ უბრძანა პილატე მიცემად მას.
- 59და მოიხუნა ჴორცნი იგი იოსეფ და შეგრაგნა იგი არდაგსა წმიდასა.
- 60და დადვა ახალსა შინა სამარესა თჳსსა, რომელი-იგი აღმოეკუეთა კლდესა შინა, და მოაგორვა ლოდი დიდი კარსა მას მის საფლავისასა და წარვიდა.
- 61და იყო მუნ მარიამ მაგდანელელი და მერმე მარიამი, სხდეს წინაშე სამარესა მას.
- 62ხვალისაგან, რომელ არს პარასკევისა შემდგომად, შეკრბეს მღდელთმოძღუარნი და ფარისეველნი პილატესა
- 63და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ ჩუენ, რამეთუ მან მაცთუნებელმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგე.
- 64ბრძანე აწ დაკრძალვაჲ საფლავისაჲ მის მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი ღამე და წარიპარონ იგი და ჰრქუან ერსა მას, ვითარმედ: აღდგა იგი მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.
- 65ჰრქუა მათ პილატე: გაქუნს თქუენ დასი; მივედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.
- 66ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.
იტვირთება შემდეგი თავი