მათეს სახარება — ადიშის ოთხთავი 897 წ. – ძველი მონუსკრიპტები
იტვირთება წინა თავი
თავი 28
- 1მწუხრი შაფათსა, რომელი განთენებოდა ერთშაფათად, მოვიდა მარიამ მაგდანელელი და მერმე მარიამი ხილვად საფლავისა მის.
- 2და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან და დაჯდა მას ზედა.
- 3იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ და სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი.
- 4და საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკუდარნი.
- 5მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; უწყი, რამეთუ იესუს ჯუარცუმულსა ეძიებთ.
- 6არა აქა არს, არამედ აღდგა იგი, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი იგი, სადა იდვა უფალი.
- 7და ადრე წარვედით და არქუთ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა და, აჰა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი. აჰა, ესერა, გარქუ თქუენ.
- 8და წარვიდეს ადრე-ადრე მიერ სამარით შიშითა და სიხარულითა დიდითა; მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.
- 9და, აჰა, იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მიუჴდეს და შეუპყრნეს ფერჴნი მისნი და თაყუანის-სცეს მას.
- 10მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, მივედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა მივიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე.
- 11და ვითარ იგინი წარვიდეს, მუნქუეს ოდენ დასისა მისგანნი ვინმე მოვიდეს ქალაქად და მიუთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველივე, რაჲცა-იგი იქმნა.
- 12და შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი მოხუცებულებითურთ, ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ
- 13და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
- 14და ღათუ ესმეს ესე ბჭესა მას, ჩუენ ვარწმუნოთ მას და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.
- 15ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღენდელად დღემდის.
- 16ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ.
- 17და ვითარცა იხილეს იგი, თაყუანის-სცეს მას; და რომელნიმე შეორგულდეს.
- 18და მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა მათ და ჰრქუა: მოცემულ არს ჩემდა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.
- 19წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა,
- 20და ასწავებდით მათ დამარხვად ყოვლისა, რაოდენი გამცენ თქუენ. და, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.