დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.
- 2და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ.
- 3და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ.
- 4და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
- 5და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.
- 6და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად.
- 7მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.
- 8და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.
- 9ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
- 10და ესე შობანი სემისნი : სემ ძე ასის წლის იყო, ოდეს შვა არფაქსად მეორესა წელსა შემდგომად წყლით რღუნისა.
- 11და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
- 12და ცხოვნდა არფაქსად ასოცდაათხუთმეტ წელ და შვა სალა.
- 13და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის სალასა, სამასოცდაათ წელ, და შუნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
- 14და ცხოვნდა სალა ასოცდაათ წელ და შვა ებერ.
- 15და ცხოვნდა სალა შემდგომდა შობისა მის ებერისსა სამასერგასის წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
- 16და ცხოვნდა ებერ ასოცდაათოთხმეტ წელ, და შვა ფალეგ.
- 17და ცხოვნდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისსა ორასსამეოცდაათ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
- 18და ცხოვნდა ფალეგ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა რაგავ.
- 19და ცხოვნდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორასდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
- 20და ცხოვნდა რაგავ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა სერუქ.
- 21და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისსა ორასდაშჳდ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
- 22და ცხოვნდა სერუქ ასოცდათ წელ და შვა ნაქორ.
- 23და ცხოვნდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისსა ორას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
- 24და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა.
- 25და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.
- 26და ცხოვნდა თარრა სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან.
- 27ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ.
- 28და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა.
- 29და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი.
- 30და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ.
- 31და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ.
- 32და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა.
იტვირთება შემდეგი თავი