დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.
- 2ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.
- 3და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.
- 4და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.
- 5როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.
- 6ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.
- 7ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.
- 8ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა.
- 9ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა.
- 10და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა.
- 11ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი.
- 12და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი.
- 13და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი.
- 14და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი.
- 15ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი.
- 16და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი.
- 17და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი.
- 18და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი.
- 19და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად.
- 20ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.
- 21და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.
- 22ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.
- 23და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ.
- 24და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ.
- 25და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან.
- 26ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ.
- 27და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ.
- 28და გებარ, და აბიმეილ, და სავარ.
- 29და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი.
- 30და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად.
- 31ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.
- 32ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა.
იტვირთება შემდეგი თავი