დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1და შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად.
- 2და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ.
- 3და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე.
- 4და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.
- 5და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი.
- 6და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.
- 7ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად.
- 8და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი.
- 9და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი.
- 10ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.
- 11და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.
- 12ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას.
- 13და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ.
- 14და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა.
- 15ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.
- 16და მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.
- 17ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ.
- 18მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად.
- 19კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი.
- 20და ქეტელნი და ფერეზელნი და რაფიმელნი.
- 21და ამორეველნი და ქანანელნი და გერგესეველნი და იებოოსლელნი.
იტვირთება შემდეგი თავი