დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ.
- 2და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.
- 3და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.
- 4და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე.
- 5და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან, მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა.
- 6და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა
- 7ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა.
- 8და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე.
- 9და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა.
- 10და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან.
- 11და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.
- 12ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს.
- 13უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ, ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე ვიხილე გამოჩინებული ჩემდა.
- 14ამისთჳს უწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, წინაშე ვიხილე, აჰა, საშუალ კადისა და საშუალ ვარადისა.
- 15და უშვა აგარ აბრაამს ძე და უწოდა აბრაამ სახელი ძისა თჳსისა შობილისაჲ მისდა, რომელი შვა აგარ, ისმაილ.
- 16ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს.
იტვირთება შემდეგი თავი