დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 48
- 1და შემდგომად სიტყჳსა ამის უთხრეს იოსებს, ვითარმედ მამაჲ შენი შფოთოის. და წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს და ჰრქუეს.
- 2ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა.
- 3და ჰრქუა იაკობ იოსებს ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე.
- 4და მრქუა: აჰა, აღგაორძინო შენ და განგამრავლო და გყო შენ კრებულად და ნათესავად და მიგცე შენ ქუეყანა ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.
- 5აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.
- 6ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა.
- 7მე რაჟამს მოვიდოდე შუამდინარით ასურეთისათ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა მას ქანანისასა და ვითარ მოვიწიე მე ცხენთსარბიელთასა მას ქუეყანასა ქაბარათასასა მისლვად ევფრათად, დავჰფალ გზასა ზედა ცხენისარბიელთასა. ესე იგი არს ბეთლემი.
- 8და ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესე?
- 9და ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და ვაკურთხნე.
- 10ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა.
- 11და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი.
- 12და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა და მოიყუანნა იოსებ ორნივე ძენი მისნი.
- 13ეფრემ მარჯუენით მარცხენით კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიიახლნა იგინი მას.
- 14განყო ისრაჱლისა ჴელი თჳსი მარჯუენე და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იგი იყო უმრწემესი, მარცხენე მისი თავსა ზედა მანასესსა, იცვალნა ჴელნი მისნი.
- 15აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა. აბრაჰამ და ისაკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
- 16ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!
- 17ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ვფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და აღუპყრა იოსებ ჴელი მამისა თჳსისა აღებად თავისაგან ეფრემისსა და დადებად თავსა ზედა მანასესსა.
- 18და ჰრქუა მამასა თჳსსა არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს პირმშო; დადევ მარჯუენე შენი თავსა ზედა ამისსა.
- 19და არა ინება, არამედ თქუა: ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად.
- 20და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა.
- 21და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა!
- 22მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთასა, რომელი დავიპყარ ჴელთაგან ამორეველთასა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა.
იტვირთება შემდეგი თავი