დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 49
- 1და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.
- 2შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა.
- 3რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი.
- 4ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ შენ საწოლსა მამისა შენისასა მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ.
- 5სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა.
- 6ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აღყუებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულისწყრომითა მათითა მოსწყჳდნეს კაცნი და გულისთქმითა მათითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა.
- 7წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის.
- 8იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.
- 9ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?
- 10არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.
- 11და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი.
- 12მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.
- 13ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე.
- 14იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა.
- 15და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ.
- 16და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის.
- 17და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ.
- 18და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის.
- 19გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა.
- 20ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა.
- 21ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა.
- 22შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს.
- 23და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი.
- 24და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობისთა მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ.
- 25ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა.
- 26კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა.
- 27ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა.
- 28ყოველნი ესე ძენი იაკობისნი - ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა.
- 29ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა.
- 30რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად.
- 31მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია
- 32მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა.
- 33და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა.
იტვირთება შემდეგი თავი