მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
თავი 1
- 1წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაჰამის ძისა.
- 2აბრაჰამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმანი;
- 3იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისაგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
- 4რამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
- 5სალმონმა შვა ბოაზ რახაბისაგან; ბოაზმა შვა ობედი რუთისგან; ობედმა შვა იესე.
- 6იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან.
- 7სოლომონმა შვა რეხაბეამი; რეხაბეამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
- 8ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა უზიაჰუ;
- 9უზიაჰუმ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა იეხიზკიაჰუ;
- 10იეხიზკიაჰუმ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშიაჰუ;
- 11იოშიაჰუმ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გასახლების წინ;
- 12ბაბილონში გასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
- 13ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
- 14აზორმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იახინი; იახინმა შვა ელიჰუდი;
- 15ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
- 16იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგან იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
- 17ამრიგად, ყველა მოდგმა აბრაჰამიდან დავითამდე თოთხმეტი მოდგმა, და დავითიდან ბაბილონში გასახლებამდე - თოთხმეტი მოდგმა; და ბაბილონში გასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი მოდგმა.
- 18ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: მისი დედის მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მას ჰყავდა ჩანასახში სულიწმიდისაგან.
- 19ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ ისურვა მისი სამაგალითოდ გამოყვანა და უნდოდა გაუხმაურებლად გაეშვა იგი.
- 20როცა ამას ფიქრობდა, აი, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისა, ნუ შეგაშინებს შენი ცოლის მარიამის მიღება, ვინაიდან ის, რომელიც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.
- 21ძეს გააჩენს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.
- 22ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
- 23აი, ქალწული დაორსულდება, გაუჩნდება ძე და დაარქმევენ მას სახელად იმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთი ჩვენთანაა.
- 24იოსებმა რომ გაიღვიძა და წამოდგა, ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
- 25არ გაჰკარებია მას, ვიდრე არ შობა თავისი ძე და დაარქვა მას სახელი იესო.
იტვირთება შემდეგი თავი