დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.
- 2იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- 3გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
- 4იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.
- 5ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.
- 6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- 7ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.
- 8ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.
- 9ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.
- 10მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.
- 11ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი
- 12და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.
- 13მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,
- 14ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.
- 15ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
- 16იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,
- 17ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,
- 18არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.
- 19ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.
- 20ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.
- 21შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას.
- 22სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
- 23არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში.
- 24არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.
- 25ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი.
- 26იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მანეთი, იარახი,
- 27ჰადორამი, უზალი, დიკლა,
- 28ყობალი, აბიმაელი, შება,
- 29ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან.
- 30მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.
- 31ესენი არიან სემის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.
- 32ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.
იტვირთება შემდეგი თავი