დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;
- 2მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.
- 3ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.
- 4შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 5სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.
- 6იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში.
- 7იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 8სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა.
- 9იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.
- 10იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 11სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.
- 12იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი.
- 13იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 14სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა.
- 15იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.
- 16იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 17სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.
- 18იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
- 19იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 20სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
- 21იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
- 22დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 23სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი.
- 24დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.
- 25იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი.
- 26იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას სამოცდათორმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 27სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.
- 28იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე.
- 29უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა.
- 30იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 31სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და მოკვდა.
- 32ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.
იტვირთება შემდეგი თავი