დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყნიერებას და ერთნაირი სიტყვები.
- 2და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის მიწაზე და იქ დამკვიდრდნენ.
- 3და უთხრეს ერთმანეთს: „მოდი, მოვჭრათ აგური და გამოვწვათ ცეცხლში.“ და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და კირის მაგივრად ფისი.
- 4და თქვეს: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ზეცას მისწვდება. ასე შევიქმნათ სახელი, რომ არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე.“
- 5ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები.
- 6და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. რაკი ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
- 7აბა, ჩავიდეთ და ავრიოთ მათი ენა, რომ ვერ გაიგონ ერთმანეთის ენა!“
- 8და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მთელი დედამიწის ზურგზე და მათ ვეღარ დაასრულეს ქალაქის შენება.
- 9ამიტომ ეწოდა იმ ქალაქს ბაბილონი, რადგან უფალმა იქ აღრია მათი ენა და გაფანტა ისინი დედამიწის ზურგზე.
- 10ეს არის სემის მოდგმა: 100 წლისა იყო სემი, როცა წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი,
- 11და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ 500 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 1235 წლისა იყო არფაქშადი, როდესაც შეეძინა შელახი.
- 13და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი და მას კვლავ შეეძინა ძენი და ასულნი.
- 1430 წლისა იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი.
- 15და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 1634 წლისა იყო ყებერი, როდესაც შვა ფელეგი.
- 17და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ 430 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 1830 წლისა იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ.
- 19და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ 209 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 2032 წლისა იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი.
- 21და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ 207 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 2230 წლისა იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი.
- 23და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ 200 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 2429 წლისა იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი.
- 25და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ 119 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
- 26და იცოცხლა თერახმა 70 წელი და შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.
- 27და ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; და ჰარანმა შვა ლოტი.
- 28და მოკვდა ჰარანი თერახის, მამამისის სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში – ქალდეველთა ურში.
- 29მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს – მილქა, იგი იყო ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა.
- 30და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი.
- 31და წაიყვანა თერახმა აბრამი, თავისი ძე და ლოტი, ჰარანის ძე – თავისი შვილიშვილი და სარაი – თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. და მივიდნენ ხარანამდე და იქ დასახლდნენ.
- 32იცოცხლა თერახმა 205 წელი და მოკვდა ხარანში.
იტვირთება შემდეგი თავი